მშვილდოსანი

ხასიათი
მოხერხებული, მრავალმხრივი, ვნებიანი, ნიჭიერი. აფასებენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მოქმედებენ დაუფიქრებლად; ჯიუტნი, მაგრამ გულწრფელი, არ უყვართ სიცრუე. გულღია, მოსიყვარულენი; არ არიან მეწვრილმანენი, უყვართ ცხოველები, მოგზაურობა, ადვილად შეუძლიათ შერიგება. არიან დიდად თანამგრძნობნი და კეთილმოწყალენი.
უნდა ცდილობდნენ ზომიერების დაცვას, ვინაიდან ამ ხასიათის ადამიანებს უყვართ ყველა საქმეში გადამეტება.
პროფესია
მღვდლები, მეცნიერები, სპორტსმენები, ფიზიკური კულტურის წარმომადგენლები, ტექნიკოსები, სანიტრები, სულიერ და შინაგან სნეულებათა ექიმები.
წარმატებები
უზრუნველი ახალგაზრდობა. გაუგებრობები ოჯახში. შემდგომში ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა. ბედი სწყალობთ მემკვიდრეობის მოპოვებაში, იღბალი აქვთ ქორწინებაშიც.
სარგებლობას იღებენ მეგობრებისა და მფარველებისაგან. მოწიფულ ასაკში ელით ფულის დაკარგვის საშიშროება, განსაკუთრებით სპეკულაციის წყალობით.
მოსალოდნელია სასამართლო პროცესები.
ავადმყოფობები
იშიაზი, რევმატიზმი, ყელის ტკივილები; მოწიფულობის ასაკში ნერვული დაავადებანი და ვენების გაგანიერება.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია ვერძის ან ლომის ნიშნით.
ცუდია: თუ დაბადებულია თევზების ან ქალწულის ნიშნით.


სიყვარული

უამრავი სასიყვარულო თავგადასავალი. პირველი სიყვარული ხშირად საზიანოა, რასაც თან მოსდევს არასასიამოვნო შედეგები.

Leave a comment