გიორგი ცაგარეიშვილი

შენთვის თენდება,
შენთვის ღამდება,
მოკლე ცხოვრება
შენთვის მთავრდება.
შენგან მაქვს ჯადო,
ეს საიდუმლო,
შენ მინდა განდო:
შენს თვალთა ფერით
და ბაგეთ ჟღერით,
მე ქვეყნად დავრჩი:
სულით ეული,
ვით სიზმარეული,
გონებით, მთლად არეული,
შენით ვარ, გადარეული
*********************
ჩემი მაჯიდან როს სისხლი წვეთავს,
მუნ მაგიდაზე სანთელი ღვენთავს.
სისხლი მოჰყვება ჩემს სხეულს მრუდედ,
და ძირს გროვდება უსაზღვრო გუბედ.
სისხლი არაა გრძნობის გამტარი,
იგი დუღს, როგორც ბნელი ტარტარი.
ჯერ მოჩანს ბნელი,
ნელ-ნელა, ამ ბნელს ნათელი აშუქებს,
გგონია ეს სხივი სიცოცხლეს გაჩუქებს,
მაგრამ რად გინდა ის რაც იუარე,
რაც დედამიწაზე თვითონ დასტოვე,
მაშინ ამ ნათელს გარს შემოუარე,
თუ ამ სხივისგან არ ხარ ძლეული,
მაშინ ეშმაკის შენ ხარ რჩეული,
ღმერთის შეცდომა შენ ხარ საზარი,
წამსვე გაგყიდის სულთა ბაზარი
************************

სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში ვნახე ბაზარი,
აქ ტანჯულ სულთა გოდება, იყო საზარი.
ყველა ჩვენგანი აქ არის მონა,
ეშმაკს თან მიაქვს სულების კონა.
წითლად იმ ადგილს სისხლი აშუქებს,
აქ თავისუფლებას, ღმერთი თუ გაჩუქებს.
ისმის გოდება: ვაი მე დედავ,
ეხლა მე ეშმაკს თვალნათლივ ვხედავ,
ვიცი ცხოვრება განვვლე წყეული,
მაგრამ გრძნობაში ვიყავ ეული,
ამით გავიღე იმ ქვეყნად საზღო,
რომ ეს ყორანი ლეშით არ ვაძღო.
იქ, ჩვენთან, მიწაზე,
თქვენს “აყვავებულ” დედამიწაზე,
მე ჯოჯოხეთი გადავიარე,
საკუთარ თავის მონად ვიარე,
მე არ მიქნია არც კარგი, არც ავი,
მაგრამ არ ვიყავ აბრამის კრავი,
ჩამესმის ბოდვა,
ერთი გაქვს ცოდვა:
სიკეთის არქმნა,
და ბოროტებად შენი ცხოვრება
ეს იყი სწორედ რამაც გარდაქმნა.
*****************************

2 thoughts on “გიორგი ცაგარეიშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s