თორნიკე ჩიხლაძე

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
დავფრინავ მაღლა, მაღლა,
მიყვარხარ, რადგან ცბიერ,
ლამაზ საჩუქარს გავხარ.
მიყვარხარ უდიერად,
არ მინდა მალვა ამის,
მიყვარხარ მეტის მეტად,
შემდეგ, ყოველი წამის.
მიყვარხარ მეტად, ვიდრე,
ვინმეს უყვარდა ოდეს,
ვერ მოვიტევებ ვერდროს,
ამით ჩადენილ ცოდვებს.
მიყვარხარ უცხო გრძნობით,
არვის ეგემოს არდროს,
მიყვარხარ ძნელი ტრფობით,
გრძნობებს ცივად რომ არ ცნობს.
მიყვარხარ ერთი წამით,
რადგან მხოლოდ წამს ვცოცხლობ,
დილით გხედავ და ღამით,
შენზე ფიქრებს არ ვმორცხვობ.
მიყვარხარ სიგიჟემდე,
რადგან გიჟი ვარ თავად,
მიგყვები ცის კიდემდე,
სიკვდილს არა ვთვლი არად.
ასე მიყვარხარ, რადგან,
მხოლოდ მე ვუძლებ ტკივილს,
რომლის გამოც ეს გული,
სულ მუდამ, ძლიერ კივის.
**********************
ვეცადე პოვნა ოცნების, წამის,
გასაოცარ და უჩვეულ რამის,
გადამეწურა იმედი ლამის
და შევამჩნიე კოსმოსი ღამის.
თან მომაფიქრდა ამით ბედნიერს:
ვარსკვლავებს ვუძღვნი გოგოს მშვენიერს.
ხელი მოვხვიე ლამაზს, ზეციერს,
ციურ სხეულებს, მუდამ წესიერს,
თან წამოვიღე ისინი შენთვის ,
რადგან ოცნება ყველაფერს ერთვის,
ჩუქნის პირობა მეთხოვა ღმერთთვის,
თანხმობა მათი, საოცარ ჩემთვის,
მე კი დავძიმდი, ბევრად ვარსკვლავთგან
უნდა მერჩია, ერთი ათასგან
განსხვავებული, უცხო მათთაგან
და ვამჯობინე იგი სხვათაგან.
უკან საფეხურს ბევრსა ვტოვებდი
და თან ვარსკვლავებს ვეღარ ვპოვებდი,
ბევრს კი ვფქრობდი, ჩემ თავს ვგონებდი
და ცის კამარას ჩქარა ვშორებდი.
ერთი ვარსკვლავი დედამიწაზე
ჩამოვიტანე, მოველ მიწაზე,
გამჭვირვალეა ბევრად მინაზე
და თან იგრძნობა ულევ სინაზე,
იგი ვარსკვლავი ჩემია ბედის
და ვინახავდი მას მხოლოდ შენთვის…
შენზე ფქრები ამ ვარსკვლავს ერთვის
და მე გაჩუქებ ერთადერთს ჩემთვის.
ჩემი ბედისა ლამაზად ქარგვა
შენი ნებაა – ამის დანახვა
შენ შეგიძლია, მხოლოდ განკარგვა,
მისი შენახვა ან და დაკარგვა
*************************

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s