სალომე ჭოხონელიძე

უბრალოებით კმაყოფილდებით,
რადგან არ იცით ნამდვილის გემო,
მკვლელობა უკვე ნაცნობი გახდა,
ყველგან შეგხვდებათ გეი და ემო.

ისე დაბნელდა ნათელი მზეც რომ,
სინათლე უკვე თვალს მოგჭრით ყველას,
ზღვარსაც გადაცდით მსუყე სიყალბით,
და მალე იწყებთ მართალის დევნას.

ოქრო, ლალი და სვაროვსკის თვალი,
ოცნება არის ნამდვილი ქალის,
მანქანა, ფული და კარგი სახლი,
ამის გამო გაქვთ თქვენ კაცებს ვალი.

ნაბიჯს გადადგამ, მათხოვარს ხედავ,
მათ პირდაპირ კი მაკდონალდსია,
მოხუცის თვალში დიდ ტკივილს ვხედავთ,
თვალიდან ცრემლიც გადმოვარდნილა.

ლევისის ჯინსი თუ ეცვა ერთ ბიჭს,
აღარ ვუყურებთ მის გვარს და მის ნიჭს,
შანელის კაბა თუ ეცვა გოგოს,
მთელი ცხოვრება ამაყად მოგვწონს.

პრეზიდენტი გვყავს, ჰალსტუხს ჭამს ხარბად,
ფრენაც გამოსდის, სიცილი-კარგად,
პოლიტიკაზე თუ დაფიქრდები,
სიგიჟისაკენ კვლავ გაფრინდები.

რეპერები გვყავს ყველასგან უცხო,
ნუ იგინები უზრდელო, ურცხვო,
თუკი ზრდილობა არა გაქვს სულში,
მაშინ ყველაფერს იყიდი ფულში.

ფინალი თუ აქვს ამ მარაზმს ნეტავ,
სადამდე გაძლებს ჩვენი მევალე?
გამოვასწორებთ ყველა შეცდომას?
და დაგვიდგება წამი მღელვარე?

რაღაც არ მჯერა, რადგან ჭაობი,
თანდათან ძირავს ყველა ჩვენთაგანს,
და რაც არ უნდა სულგრძელი იყო,
არავინ გეტყვის : „მოდით გეთაყვა“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s