ჩემი პირველი პოსტი ჩემს ახალ ბლოგზე ეს არის ადგილი სადაც ყველას შეეძლება იპოვოს ის რასაც ეძებს,გელოდებით მათ ვისაც უყვარს პოეზია
ამ პოსტში თქვენ ნახავთ იმ ადამიანების ლექსებს რომლებსაც ჯერ კიდევ არ იცნობთ

ზიკო ჯინჭარაძე

ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალინ გვიან.
ვიცი, წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს.
მაგრამ ნუ მეტყვი – აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ….
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან,
და სანამ ვიცი – თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გ ვ ია ნ . . .
****************************************

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია…
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები…
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა…
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი! …
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია…
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია…
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს, …
იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს…
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ…
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ…
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია…
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია…
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე…
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე…
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი…
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი…
წუხელ… ნამთვრალევს… ბევრი ლექსი დამიწერია…
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია
***********************************
გიორგი ცაგარეიშვილი
მე შორს მივალ,თქვენ კი გტოვებთ,
ქვეყანასა ამას შინა
, სწორედაც რომ განდგომისთვის,
ღმერთმა ქვეყნად გამაჩინა.
ეს ხან მალა, ხან აჩინა,
ჩემს ირგვლივ კი ყოველივე,
დაზაფრა და დააშინა.
მიმატოვეს აჩრდილებმაც,
დამრჩა მხოლოდ ჩემი სული,
მასაც სხვაგან წასვლისაკენ,
მიუწევდა ალბათ გული,
მაგრამ რა ჰქნას უბედურმა,
აღარააქვს გზა ჩემს იქით,
ჩემს გარეშე, ჯოჯოხეთში,
შხამს ასმევენ, სავსე ჭიქით.
არც მე მინდა ჩემი თავი,
ვეღარ ვიტან. საზიზღარი!
დედამიწას, ჯოჯოხეთთან,
რომ აქვს, ერთი ფართო ღარი,
სწორედ იქ ვარ ჩასაგდები,
როცა რეკავს ცისკრის ზარი
. ***************************************
მე შენ მიყვარხარ,
მე შენც გიყვარვარ,
ეს სიყვარული არის უძირო
მაგიტომ დავრჩი ასე უძილო.
ეს ჩემი გული შენ თან წაიღე,
და უკითხავად სულიც აიღე.
შენი ნასროლი გულში მაქვს ისარი.
შენ რომ ლექსს მთხოვდი ეს სწორედ ის არი.
***********************
ლევან მექვაბიძე
მე გეუბნები – კარგი ?
შენ მეუბნები – არა!
ბაგე იძახის თორემ
თვალები ევრა მალავს
რა მოგიხერხო ნეტა
არ იყო ეგრე კარგი
შემოდგომამდე დაგიცდი
თუ არ გამიყა დარდი –
ისეთ გოგონას მოვძებნი
ისეთ გოგონას ვნახავ
დაფიქრდი სანამ აქა ხარ
დაფიქრდი სანამ წახვალ
მე გეუბნები – კარგი ?
შენ მეუბნები – არა!
ბაგე იძახის თორემ თვალები ევრა მალავს
მოგეხვევი და დადნები
ამას არ უნდა ფიცი
ჩემო პატარა ნიბლია
რა სულელი ხარ იცი?
*********************
თორნიკე ჩიხლაძე
არ მინდა შენი სინაზე,
არ მინდა შენზე ოცნება,
როდესაც შენ შემოგხედავ,
არ მინდა მე გაოცება,
არ მინდა ღამის თენება,
არ მინდა შენი მშვენება,
არ მინდა შენი ფერება,
ოცნების კოშკის შენება.
არ მინდა შენი სახე და
მინდა რომ გადამიყვარდეს,
ლამაზი გოგო რომ ვნახო,
არ მინდა არ შემიყვარდეს.
არ მინდა შენი სიტყვები,
აზრებს უსიტყვოდ მივხვდები,
არ მინდა შენზე ფიქრები,
უშენოდ კარგად ვიქნები,
არ მინდა სხვა არ მინდოდეს,
არ მინდა შენ რომ მინდოდე,
არ მინდა სხვა არ მითხოვდეს,
არ მინდა შენ რომ გითხოვდე,
არ მინდა ყოველ ძილის დროს,
სიზმარში შენ რომ გამოჩნდე,
არ მინდა გული წაიღო
და მე უგულო აღმოვჩნდე,
არ მინდა შენი სევდისას
გული რომ ცეცხლში მეწვოდეს,
არ მინდა შენი ცრემლები
რომ ჩემ გულს ეწვეთებოდეს,
არ მინდა ვიტანჯებოდე,
უშენობისგან ვკვდებოდე,
არ მინდა ჩემთვის მზეობდე,
უშენობით კი ვქრებოდე,
არ მინდა შენგან სიცივე,
რომ არ გიყვარვარ ვიცი მე,
შენზე ოცნება ვიცილე,
რა ვქნა რომ ვერ ავიცილე,
არ მინდა შენ რომ გეტრფოდე,
ჩემთვის ყველაზე წინა ხარ,
და მე არ მინდა მიყვარდე,
მაგრამ რა ვქნა რომ მიყვარხარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s