ბარსელი

ადამიანი რომლის ლექსებსაც ეხლა წაიკითხავთ თამამად შემიძლია ვთქვა არის ის ვისაც შეუძლია ქართული პოეზია გადაარჩინოს..არ დავიწყებ მის შედარებას ილიასთან ან კიდევ გალაქტიონთან( თქვენზე უკეთ ვიცი რომ ამაზე დიდ სისულელეს ჩემ ცხოვრებაში ვერ გავაკეთებ)ის უბრალოდ ,,ბარსელია,,როგორც თვითონ მითხრა არავის არ გავს (მეც ვეთანხმები)საყვარელი მწერლები რუსტაველი და გეოთეა სამწუხაროდ მეტი არაფერი ვიცი მის შესახებ,მაგრამ ბევრი ლაპარაკი არცაა საჭირო ყველაფერს თვითონ ლექსები გეტყვიან
აღარ გვანაღვლებს არაფერი,
ფასიც არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის… ღმერთი კი გვიცდის…
ჩვენი ცხოვრება ავხორცობაა,
არც ეს არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის… ღმერთი კი გვიცდის…
ყოველი წამი რა ძვირფასია,
ჩვენ ჯერ არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის… ღმერთი კი გვიცდის…
როდის გონს მოვალთ,
ჯერაც არ ვიცით,
ღმერთი კი გვიცდის… ღმერთი კი გვიცდის…

*********************************************************

გარეგანში შინაგანს, დაემსგავსო ძნელია,

გამოწურო სიტყვები, მიმოფანტო წიგნები,

ასე განთავისუფლდე და იქნები მიმგნები,

შენში განვითარება ეჰ, როგორი ნელია,

კეთილი და ბოროტი ერთად შესაბმელია,

შუქი შუქთა თასების, გასაცნობი გარსების,

შენი პირქუშობანა უღიმღამო არსების,

შეწვდე უკიდეგანოს, სულში საძებნელია..
****************************************************

უნდა შევერწყა მზესა და ზღვას,
ჩავეშვა გულით, გონებით მასში,
უსურვილობით ვემიჯნე სხვას,
დუმილის ძალამ ჩამიშვა არსში.
ზღვით შემოსილი არ ვეძებ ბინას,
გახარებული ცის ღრუბელ–კარში,
სულ გავიხსენებ ცხოვრებას წინას,
მზით შემოსილი მე გავალ ქარში…
*********************************************
მემგონი ერთი პოსტისთვის კმარა ,მაგრამ იცოდეთ ამ დიდმა ადამიანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს პატარა ბლოგზე..და აუცილებლად დავდებ მის ლექსებს შემდგომში

2 thoughts on “ბარსელი

  1. mixaria, rom sheni saxit patara megobari shevidzine. ze-warmatebas gisurveb yvela-fershi da aseve simtkices. danarchens cxovreba tavad gaswavlis da gichvenebs… BARCELI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s