ნიკო

1970 წლის 12 ივლისს თბილისში ,ვაკეში ,ბარნოვის ქუჩაზე ,აზარტული პოკერისტის და ლამაზმანის ოჯახში დაიბადა ბიჭი ,მაშინ არავინ იცოდა რომ ეს ბიჭი იყო ,,შაშვი მგალობელი,,
1992წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერიტეტი.პირველი როლი თეატრალურ ინსტიტუტში სპექტაკლში ,,გუშინდელნი,,ითამაშა .მუშაობდა გრიბოედოვის თეატრში .იყო კოთე მარჯანიშვილის პრემიის ლაურიანტი.
2001წელს მან ლექსების პირველი კრებული,2002წელს -მეორე,2003წელს -აუდიოწიგნი,2004 წელს-მესამე ,ხოლო 2008 წელს მეოთხე კრებული გამოუშვა
**********************************
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
*****************************

ნიკო გომელაურმა ჟურნალ ,,გზასთან,, ინტერვიუში თქვა:,,ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა,სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები ,ნამდვილი გრძნობით ნათქვამი მიყვარხარ არასოდეს გაუფერულდება
*************************
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
*********************
2009წელს მას ფილტვის კიბო აღმოუჩინეს ,თუმცა ამას მისი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია .პირიქიტ სიცოცხლის ბოლო წუთებამ
აგრძელებდა თავის საქმიანობას
*********************************
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
*************************
ნიკო გომელაური 2010წლის 13აპრილს,39 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა
2011 წელს რეჟისორმა გიორგი ბერიძემ გადაიGო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი ,,ნიკო აპლოდისმენტები,,რომელიც ნიკო გომელაურის შემოქმედებას ეძღვნება
ნიკო იყო ადამიანი ,რომლის დანახვა მუდამ მახარებდა,მესმოდა მისი ლექსები,მისივე წაკითხული და სხვისგან განაგონი,ვხედავდი კინოში და მისი პროფესიონალიზმი მივსებდა გულს სიხარულით.ის იყო ადამიანი ვისმა სიკვდილმაც თავზარი დამცა და მართლა ამატირა,ნიკო გომელაური ღმერთმა ვერ გაიმეთა ჩვენთვის,ქართველებისთვის დასატოვებლად და ნაადრევად წაიყვანა თავისთან ,სამუდამო სასუფეველში
*********************************************
ნიკო წავიდა ვინ არ წასულა წასულა ცაში
მაგრამ გრძნობები ვინ დატოვა ასეთი ხალხში
მისი სხეული აღა არის არ დაწრწის ქარში
ის დარჩა ჩემში დარჩა შენიში და დარჩა ხალხში
მისი ცინიზმი ჩამესმოდა მე როგორც ნანა
მისი ლექსებით დღესაც ცოცხლობს მთელი ქვეყანა
და ვინც კი ფიქრობთ ,რომ ტყუილი დამყვება თანა
ჩემი ჭაობი თქვენზე სუპთაა იცოდეთ განა
ამას ამბობდა ნიკოს ლექსი აზრებით ჩემით
ისე ცოტაა ადამიანი თქვენში ვერ გესმით?
რომ მე შემრცხვება თქვენს სიყალბეს დავუგდო ყური
ემოციები?დამიჯერეთ პასუხი ნული
ხანდახან ალბათ საჭიროა დავხარო თავი
რომ განვასხვავოთ რით განირჩევა თეთრისგან შავი
ეს ჩემი თემაა რომელიც სკოლაში წავიკითხე სათაურით ,,ჩემი საყვარელი თანამედროვე პოეტი,, და ამაზე მასწავლებელმა მითხრა ვინც ნიკოს არ იცნობდა შენი თემის მერე აუცილებლად შეუყვარდებაო და ჩემს ბლოგზეჩ სწორედ ამ მიზეზით დავდე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s