დათო ჯიმშიაშვილი

დარჩენილა   უფრო   მარტო
დღემდე  ყველა  შეხვედრა,
შენი  სილამაზის  პატრონს
რომ  შეგეხო, ვერ  ვბედავ.

სუყველას   შეუმჩნევიხარ:
დღეს-უშენოდ  აავდრებს.
ვიფიქრებ  ჩვეულებრივ  და
ანგელოზებს  გადარებ!

ახლა  ამბავს  მოყვებიან
სამუდამოდ  დარცხვენით
შენზე,სხვებს  ეუბნებიან
იმ  ქვეყნით  და  ამ  ქვეყნით.

ლამაზ   ფიქრებს  აერთებ და
უფრო  დაგაიმედებს.
მერე   თითქოს  გაღმერთებ და
კოცნაც  ვერ   გაგიბედე…

ყველა  მოვლენას  გადარევს
აქ,სამყაროც  აიტანს,
რაღაც  სასწაულს  გადარებ
რომ  დამთავრდეს  არ  მინდა!
****************************
მიზნებს   აღარ  აცლი
ზღვარი  გადაკვეთოს,
გრძნობის  არეალი
ისევ   გაზომე  და
ვეღარ  გავბედე  რომ
რამე  გავაკეთო.
სურვილს  აკონტროლებ
ყველა  საზომიდან!

ნაწილ-ნაწილად  და
კადრებად  შეძენილ
ყველა  ეპიზოდი,
ჩემში  დავატიო
თითქოს  მოვინდომე,
მაინც  ვერ  შევძელი
ვერ  დაგივიწყე  და
იქნებ  მაპატიო…

გრძნობებს  გამოექცა
შენი  ემოცია,
სიტყვა  სიტყვაზეა
ისევ  მიფარული,
გულში  დამირჩა  და
ნერვებს  ათამაშებს
ბევრჯერ  ვერ  ნათქვამი
შენი  სიყვარული.

ვერ  დაგივიწყე  და  იქნებ  მაპატიო….
*********************************************
ერთად
მიზეზი  დროდადრო  სურვილებს  აწვალებს,
დავხედავ  ხვალამდე  გუშინდელ  ნაკვალებს.

ბოროტებს  კეთილმა  მოუსპო  იმედი
გრძნობებზე  თამაშობს, ვერ  დათვლი–იმდენი.

კეთილი  ზღაპრების  კარგი  დასასრული
ვერაფერს  გთავაზობს, გარდა –სიყვარულის.

ახლა  თავს  გახსენებს  ახალი  ფიქრები,
დღეს  ჩავიფიქროთ  და  სულ  ერთად ვიქნებით!

მერე და  შევავსებთ  დარჩენილ  ნაპრალებს,
არცერთი  არ  დავთვლით  გუშინდელ  ნაკვალებს!
არცერთხელ….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s