დათო ჯიმშიაშვილი

ვერ გაძლებსო მარტო და
კაცისთვის შექმნა ქალი
უფალმა და დალოცა,
აუხილა კაცს თვალი.

ქალი არის მას შემდეგ
ყველაფრით დაწყებული,
ყველაფერით ამთავრებს ,
არის გამორჩეული.

ქალი არის ბავშვი და
არის დედა და ცოლი.
ქალი,სილამაზესთან
აწონილი სასწორი!

არაფერი ედრება
იმ გორის და ამ გორის,
წამლად რომ შეგერეგება
ლამაზ ქალის ამბორი.

ქალი იყო პირველად
შეაცდინა ადამი,
მისი მოდგმა,მას შემდეგ
სად იყო და სად არის?

სალოცად არ ჰყოფნიდა,
თუ სანთელი,თუ ვაზი,
ქალი იდეალი და
ქალი არის ლამაზი!

ცრემლებად არ დააშრობს,
გულის გამხურებელი.
ქალი თუ არ თამაშობს,
არ ჰყავს მაყურებელი!
**********************

გამოკეტილა თავისთვის და არვის უმხელს
დაგვიანებულ ბედისწეერას წილი ვუყარე.
ხვალინდელი დღის მოსათმენს,მე დღეიდან
ვითმენ,
პატარებს ვბაძავ და ვიჯერებ რასაც ვუყურებ.

არცერთ ლექციას არ ვესწრები უკვე დღეიდან,
არცერთ აბ წამალს არ ვსვავ,ტყუილად ნუღარ
დამითვლით,
ახლა თავს ვწევ და არ გავუშვებ ისევ ხელიდან
არ დაწყებულს და არაფრისთვის მიყრილს და
მითლილს!

პირველად არა,(ვერ დავთვალე,ალბათ მეცხრეა.)
სამყარო თავის გაკვეთილებს ვინმეს აუხსნის.
რატომ ჩამოვრჩი??ჩნდება კითხვა და მე შემრხცვება:
რადგან ამ კითვის გასაცემად არ მაქვს პასუხი!
*****************************************
სიცოცხლე მანახეთ,ჩუმად ნუ იქნებით.
გუშინ და გუშინწინ სიკვდილი ვატირე.
აღარ მსურს წარსულში რომ დამრჩეს ფიქრები,
მიყვარდეს მოყვასი-მე ამას ვაპირებ.

შესახედს ისევ და ისევ დანახულს,
სილამაზეს რომ მიმსგავსებია,
უპოვარს სხვაგან,სხვასთან არნახულს,
სიცოცხლე-სიყვარულს მგვანებია.

ბავშმა ბავშვივით,კაცმა კაცურად,
ასე ვიცოცხლოთ ვეცადოთ უნდა.
ვინც ვერ შეძლო და ვინც ვერ გაცურა,
პატარა ღელემ ისიც გაგუდა.

მაჩვენოთ მინდა სიცოცხლის არსი,
ცოცხალთა შორის ვინც ურევია
მინდა მახსოვდეს მე მისი ფასი,
მე ხომ სიცოცხლე მომწყურებია!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s