,,თვითმარქვია პოეტი,,

,აგვისტოს ომის ანგელოზები,

იცინის ბავშვი და თან ვერ ხვდება,
რომ ამ დროს მამა, ბომბზე ფეთქდება,
ცრემლის მიზეზი წარმოჩენდება,
რადგან სიკვდილი არა ჩერდება

და პატრიოტთა სისხლით შეღებილ,
ვრცელ ტრიალ მინდორს ბინდი ეფინა,
შავი ყვავ-ყორნის ფრთებით მოფენილს,
მკვდრებს მშობლის კალთა გადაეფინა,

ისმის ხმამაღლა ტყვიის კივილი,
აუტანელი გახდა ტკივილი,
ახლად ქვრივების გულის წივილი,
სიკვდილის მზისთვის მამლის ყივილი

და თან ჩაბმულან მკვდრების ფერხულში,
ჩვენი სამშობლოს, დიდი შვილები,
აღარ არიან სულით სხეულში
და დაგვიტოვეს თვისი ჩვილები

და დაიღვარა მეტი ყოველგან,
ვიდრე დაღვრილან ცრემლები ოდეს
და შეპყრობილი ძლიერ შიშისგან,
ქვეყანა სრულად მოუცვავს ცოდვებს.

შავი სამოსი ჩაუცვამთ დედებს,
სველი თვალებით შვილების ედემს
მაღლა ჰყურებენ, ცის შავ-ბნელ ხედებს,
სიკვდილის მიერ აღმართულ კედლებს

და მოეფინა სასტიკ ბრძოლის ველს,
ანგელოზების თეთრი ამალა
და მათ ჩასჭიდეს ერთად ხელი-ხელს,
ცაში აფრინდნენ შექმნეს კამარა,

გადაეფარნენ სამშობლოს ფარად
და ჩვენ გვიცავდნენ ვით ავგაროზნი,
გადაგვარჩენენ, რადგან არს ხმალად,
აგვისტოს ომის ეს ანგელოზნი.
***************************
,,ღამე,,
ამ ლექსის წერით იფერფლება, წუთები ღამის,
მე კი არ მინდა არა დათმობა, არც ერთი წამის,
რადგან მწყურია ციური ტრფობა, ბნელეთის ქალის
და მარტოობის ცივი ნიავი, ველური ქარის.

თქვენ თუ იკითხავთ და რატომ ღამე, რატომ წყვიადი,
მსგავსად ლამაზი და მშვენიერი გვაქვს განთიადი,
ძლიერ ძნელია იპოვო მარტომ ღამის წიაღი,
მაგრამ მიხვდები, თუ, რატომ არის ღამე დიადი.

რადგან ღამეში, გარეს მოიცავს ჩუმი ხმაური,
ღამეს დაფარავს ვრცელი ველი, ზუსტი რითმების
და ათასგვარი ბრძნული აზრების აურზაური,
ღამე, რომ გვაწვდის სხვა არ არს მპოვნი მსგავს სიტყვების

და ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი კუთვნილი ღამე,
ჩვენგან მორთულ, ცის კამარაზე, ბევრი ვარსკვლავი,
ფიქრის მდინარე მთვარის შუქზე გვაქვს მოკამკამე
და ნიაღვარი, შავი სიტყვების, კაცის მომკლავი

და ვუნდობთ მუდამ ჩვენ-ჩვენ ღამეებს ამ გულის ტკივილს,
რადგან სხვა ვერვინ ვერას გაიგებს ჩვენსა მოწყენას,
ვზივართ და ვუსმენთ მარტოხელა მთვარის მგლის კივილს,
რადგან მასსავით ღამესთან ერთად ვართ მარტოხელა.

როცა შეწყდება ღამის წყვდიადი და ჩვენ გულებში მოვა ნათება,
გაიფანტება ჩვენი დარდები, დაგვავიწყდება მათ გამკლავება
და დღის ბოლომდე ფიქრებს დავკარგავთ, სანამ იქნება ეს განათება,
დაველოდებით მშვენიერ წყვდიადს, მისი მოსვლა რომ გაგვეხარდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s