ხართ თუ არა ეჭვიანი?

შეეცადეთ უპასუხოდ ჩვენი ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ არის თუ არა ეჭვიანობა თქვენთვის პრობლემა.
1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული ხშირად აგვიანებს სამსახურიდან.
ა) თქვენ ცდილობთ გაარკვიოთ ხომ არ გაიჩინა მან სამსახურეობრივი რომანი.
ბ) თქვენ თვლით, რომ გადაუდებელი საქმის გამო რთულია ჩაეტიოს განკუთვნილ გრაფიკში.
2.თქვენი პარტნიორი გთავაზობთ, რომ შვებულება გაატაროთ თქვენი სურვილის მიხედვით.
ა) თქვენ დაეჭვდებით, რომ იგი გამოიყენებს შესაძლებლობას და გაემგზვრება მარტო, რათა შეიგრძნოს თავისუფლება.
ბ) თქვენ დაეთანხმებით მას. არაჩვეულებრივი იდეაა ერთმანეთისაგან დასვენება.
3. სიზმარში ის გამოთქვამს სხვა ქალის სახელს. თქვენი მოქმედება:
ა) თქვენ გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა განმარტებას.
ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ყველაფერი შეიძლება დაგესიზმროთ.
4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით:
ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ.
ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ მოგიყვებათ.
5. თქვენი რჩეული ამ ბოლო დროს დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. თქვენი რეაქცია:
ა) თქვენ გაგიხარდებათ, რომ ბოლოსდაბოლოს გაითვალისწინა თქვენი რჩევები და დაიწყო საკუთარი თავის მოვლა.
ბ) თქვენ იფიქრებთ, რომ მას გაუჩნდა გასართობი.
6. თქვენი რჩეულის ოფისში სტაჟირებაზე ეწყობა ახალგაზრდა სიმპატიური გოგონა. თქვენი რეაქცია:
ა) როდესაც თქვენი პარტნიორი გიყვებათ მის შესახებ არ აქცევთ ყურადღებას და ხუმრობთ მასზე.
ბ) შეეცდებით გაიგოთ მის შესახებ მთლიანი ინფორმაცია და დაანახოთ თქვენს რჩეულს მისი მინუსები.
7. თქვენ შემთხვევით პოულობთ წერილს სადაც თქვენს პარტნიორს დანიშნული აქვს შეხვედრა. თქვენი რეაქცია:
ა) კოლეგების ხუმრობა გგონიათ.
ბ) საშინელ ჩხუბს მოუწყობთ.

ქულების დათვლა.

1. ა – 2 ბ – 3
2. ა – 1 ბ – 2
3. ა – 0 ბ – 3
4. ა – 0 ბ – 3
5. ა – 3 ბ – 1
6. ა – 2 ბ – 0
7. ა – 3 ბ – 2
9 ქულამდე
თქვენ ძალიან ეჭვიანი ხართ. ყველა ცოდვებში ადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს. თქვენ ყოველ ქალში ხედავთ კონკურენტს. უმჯობესი იქნებოდა თუ არ გაართულებდით ცხოვრებას არც თქვენთვის არც თქვენი რჩეულისთვის.
9 – 15 ქულამდე
თქვენ კარგათ გესმით, რომ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ. საერთოდ არ ფიქრობთ, რომ ეჭვიანობამ შეიძლება გაგილამაზოთ ცხოვრება.
16 – 19 ქულამდე
თქვენ ძალიან გაწონასწორებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენი ნებისყოფა და გამოცდილება გარანტიაა ოჯახური ბედნიერებისთვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s