რა არის სიყვარული?

სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს.
ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე

სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.
მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.
მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი

სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.

სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი.
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.
ვ ა ჟ ა ფ შ ა ვ ე ლ ა

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
მ. გ ო რ კ ი

სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
“ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.”
ფ რ. ჰ ა ლ მ ი

სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.
რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.
ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ ე

სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.
ს ე ნ ე კ ა

სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.
ტ ე კ ე რ ე ი

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
ბ ა ლ ზ ა კ ი

სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.
ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი

სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება.
მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.
შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი

სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.
გ ა ლ ა კ  ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე

სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება.
ვ ლ ა დ ი მ ე რ თ ო რ დ უ ა

სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ.
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი

სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულია შიშზე ძლიერი.
ვ ი ტ ო რ ი ო ა ლ ფ ი ე რ ი

სიყვარული გრძნობათა სარდალია.

რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s