დედა………

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა…
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო..!” _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო..! ეს სიტყვები გაგათბობს მარტო,
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია…
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია…
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით გემუდარებით…
***********************************

წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა..
რამდენ ბოროტებად ჩამეკირა
გულში კლდედ ქცეული სევდა
მთელი დღეები და ღამეები
მუდამ მეყვარები დედა!
შენთან მოვედი და შემიფარე,
აღარ დაგშორდები მეტად,
ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე
შენთვის აღარ დამრჩა დედა..
ყველა მეგობარი დამეფანტა
ქარიც აღარ ჩადგა ბედად,
სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე
ვისღა მივაკითხო დედა?
ფიქრი ღრუბელია მარტოობა
ფიქრმა დამიბნელა მზე და
რატომ არ მასწავლე სიძულვილი
მღუპავს სიყვარული დედა!
***********************
როცა მოვიწყენ და დარდი მომაწვება,
ვეღარ გავუძლებ და თვალი აცრემლდება,
ფიქრი გადამრევს და გული მეტკინება,
ვინ გაიზიარებს ჩემს ტკივილს?დედა

როცა გზა აბნეულს რჩევა დამჭირდება,
და ჩემი ოცნება სადღაც გაფრინდება,
ვეღარ ვუმკლავდები სიძნელეს ვხედავ,
უცებ წამომცდება ვაიმე დედა.

როცა სიცივეში სითბო მომინდება,
გულში ჩამიკრავს და გული გამითბება,
ვინ არის ჩემს ფიქრებს უცებ რომ ხვდება?
ეს ხომ დედაა ძვირფასი დედა.

ნატკენ ჭრილობაზე მალამოდ დნება,
ძლიერი სიცხისას წვიმად გამოჩნდება,
ქარი დაუბერავს ქარსაც აღუდგება,
ახლოს არ მოუშვებს ნამდვილი დედა.

მე ვის ვენატრები ყველაზე მეტად?
ჩემი გულისთვის იქცევა ფერფლად,
ყველა სიძნელეს რომ უდრეკად ხვდება,
ესეც დედა არის,ძლიერი დედა.

როცა რამე მიჭირს ვის არ ეძინება?
ჩემსკენ მომავალ ცეცხლს წინ რომ აღუდგება,
ყველგან გამომყვება ,უფსკრულს ჩავარდება,
შვილის გულისათვის თავს წირავს დედა…
********************************
ვზივარ და ვფიქრობ
რა გიჭირს,რა გილხინს,
თუმცა ვერ გშველი დედი,
გადათენთილან თოვლით იები,
მეც მალე მოვალ დედი.
მოვალ,მოგიტან,მინდვრის ყვავილებს,
რომ თმებს ჩამაწნა დედი,
შენით ვსუნთქავ და შენით ვივსები,
არ დამეღალო,დედი!…
ისევ გაწვიმდა,ისევ დაქროლა,
ცოტაც გავუძლოთ დედი,
მალე,სულ მალე გამოიდარებს,
შენს თეთრ ფანჯრებთან დედი.
მტვრიან ქუჩაში თუ წამაქციეს,
წამომაყენე დედი,
შუბლზე დამადე თბილი ხელები,
ცხელი ხომ არ ვარ,დედი?…
გამალამაზე,გამამზიანე,
როგორც გჩვევია დედი,
მზეს გამოართვი თარგი კაბისთვის,
გამაპატარძლე დედი.
ჩემო სითბოვ და ჩემო სიცხადევ,
სულ მიღიმილე დედი,
მასწავლე როგორ ვიყო,ვიცხოვრო,
რომ დაგემსგავსო დედი.
გზები მიჩვენე მზისკენ მავალი,
ლოცვაც მასწავლე დედი,
მერე რა მოხდა დღეს თუ ქარია,
ან თუ ყინვაა დედი,
მინდვრის ყვავილებს თოვლშიც ვიპოვნი
და დაგიკრიფავ დედი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s