ის რაც ყველამ უნდა წაიკითხოს და გაიაზროს!!!

ყოველთვის ეცადე იყო ის,ვინც სინამდვილეში ხარ და არა ის,ვინც უნდათ რომ იყო…..გიყვარდეს ის ვინც მათლა გულით გიყვარს და არა ის ვისაც უნდა რომ უყვარდე….კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო,რადგან სიკეთე მზესავითაა,ანათებს და ათბობს… თუ სიყვარული დაგტოვებს,არ გაეკიდო,რადგან არ ყვარებიხარ ისე, როგორც იმსახურებდი…უერთგულე იმას,ვინც მართლა ერთგულების ღირსია და არა იმას,ვინც გეფიცება….დაეხმარე იმას,ვისაც მართლა დახმარება სჭირდება და არა ინას,ვინც მოითხოვს,რომ დაეხმარო….რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე, რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა ჩაგადენინოს….დაიჯერე ის რასაც შენი თვალით ნახავ და არა ის,რაც უნდათ რომ დაიჯერო….დააფასე ის,რაც გაქვს დღეს,რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ…არ ეკამათო იმას, ვისაც შენი არ ესმის,რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება….არასოდეს არ თქვა,რომ უფალი შენთან არაა,არამედ ილოცე, რომ ის სულ შენთან იყოს! და ბოლოს––––თუ ყველაფერ ამას შეძლებ–––ჩათვალე რომ შენი მოსვლა ამ ქვეყნად ნამდვილად ღირდა!!!
*************************************************************
რა სარკაზმულია ეს ცხოვრება
ისე გაგთელავს ღიმილით,ვერც კი გაანალიზებ
გაგანადგურებს და ისევ ღიმილით წამოგაყენებს და შენივე გზას გაგიყოლებს:”წადი წადი რას დგახარო?!”
გაგიშვებს უკვე ფეხმოტეხილს, ხელმოტეხილს, კბილმოტეხილს, გულგატეხილს, სულჩატეხილს, იმედდამსხვრეულს და არც კი ამოგიდგება გვერდით!
შორიდან დაგიწყებს ყურებას და
სარკაზმულად გეტყვის:”ცხოვრება ვარ…..მეპატიება!”
********************************************************
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ დარდი და ნაღველი – მხოლოდ გამაფრთხილებელი სიგნალებია, რომლებიც მამცნობენ, რომ ჩემი ჭეშმარიტი ბუნების წინააღმდეგ ვცხოვრობ. დღეს ვიცი, რომ ამას „სინამდვილე“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რა ძლიერ შეიძლება ატკინო გული ადამიანს, თუკი მას მისივე სურვილების ასრულებას დააძალებ, როცა მათი განხორციელების დრო ჯერ არ დამდგარა და ადამიანი ამისთვის ჯერ მზად არ არის და, რომ ეს ადამიანი – თავად მე ვარ. დღეს „აღიარებას“ ვარქმევ ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, თავი დავანებე სხვა ცხოვრებისკენ სწრაფვას და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი, რაც ჩემს გარშემოა, მუდმივად ზრდისა და სრულყოფისკენ მიბიძგებს. დღეს „მოწიფულობა“ დავარქვი ამას.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, მივხვდი, რომ მიუხედავად გარემოებებისა, ვიმყოფები სწორ ადგილას, სწორ დროს და ყველაფერი საჭირო მომენტში ხდება, ამიტომ შემიძლია მშვიდად ვიყო. ახლა ამას „თვითდაჯერებულობას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვიპარავ ჩემს დროს და სამომავლოდ გრანდიოზულ გეგმებს აღარ ვსახავ. დღეს მხოლოდ იმას ვაკეთებ, რასაც ჩემთვის სიხარული და სიამოვნება მოაქვს, იმას, რაც მიყვარს და რაც მხიარულ განწყობაზე მაყენებს. ამას ჩემი მეთოდებით, ჩემს ჩვეულ რიტმში ვაკეთებ. დღეს ამ ყოველივეს „უბრალოებას“ ვეძახი.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, განვთავისუფლდი ყველაფრისგან, რასაც ზიანი მოქონდა ჩემთვის – საკვების, ადამიანების, ნივთებისა და სიტუაციებისგან. ყველაფრისგან, რაც კი უკან მხევდა და ჩემს თავს მაშორებდა. „საკუთარი თავის სიყვარული“ ვუწოდე ამ ყოველივეს.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, აღარ ვცდილობ ყოველთვის მართალი ვიყო და შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებ. ახლა ვიცი, რომ ამას „მოკრძალება“ ქვია.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, წარსულით აღარ ვცხოვრობ და მომავალზეც არ ვღელავ. მხოლოდ მოცემულ მომენტში ვცხოვრობ – იქ, სადაც ყველაფერი ხდება. ახლა ყოველი დღით ვცხოვრობ და ამას „განხორციელებას“ ვარქმევ სახელად.
რაც საკუთარი თავი შევიყვარე, გავაცნობიერე, რომ ჩემმა გონებამ შესაძლოა გუნება-განწყობა გამიფუჭოს და ამან შედეგად ავადმყოფობა მომიტანოს. მაგრამ, როცა გული და გონება ერთმანეთს შევურწყე, ეს უკანასკნელი ჩემი საუკეთესო მოკავშირე გახდა. ამ კავშირს „გულის სიბრძნეს“ ვუწოდებ.
არ არის საჭირო, კონფრონტაციებისა თუ სხვადასხვა სახის პრობლემების შიში რომ გვქონდეს. იცით, ვარსკვლავებიც ეჯახებიან ერთმანეთს და ამ შეჯახების შედეგად ახალი სამყაროები წარმოიქმნება. დღეს ვიცი, რომ „ეს – ცხოვრებაა”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s