იმ კაცს რა ვუთხრა, ვისაც ღვინო დაულევია,
ღმერთთან მიმავალს ერთხელაც არ აურევია.
ჩვენ რა ვუყოთო წმინდა სასმელს ასე სჩვევია!
გინდ ჭავჭავაძეს, გინდ ჭილაძეს, ამაყ ხერგიანს,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ვაზი დაუნერგია.
აქ ქუთაისი, თელავია, იქით ვანია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ვაზი მოუყვანია.
შობა, ბუხარი, ზღაპარი და ჩემი ბებია,
კაცს გაუმარჯოს ვის ყურძენი დაუკრეფია.
ეს სითხე ალბათ სიყვარულზე უფრო მეტია,
იმ კაცს დავლოცავ, ვის ყურძენი დაუჭყლეტია.
აქ იმერეთი, კახეთია, იქით გურია,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინო დაუწურია.
იქ კოლხეთია, აქ გომბორის ცივი მთებია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო უღმერთებია.
კახეთს სიცხეა, შორ სვანეთში შავი სუსხია,
იმ კაცს დავლოცავ, ვისაც ღვინო ჩამოუსხია.
ალავერდია, მოწამეთა, არმაზხევია,
იმ კაცს დავლოცავ ვისაც ღვინო დაულევია.
იქ, იმერეთში ყველა ხილი უკვე მწიფეა,
კაცს გაუმარჯოს, ვისაც ღვინით უქეიფია.
კაცს გაუმარჯოს, იმ იმერელს და იმ მადლიანს,
იმ კაცს დავლოცავ, ვის სუფრაზე უთამადია.
ეგ სულ ერთია, ქართველია? კაცი-კაცია,
კაცს გაუმარჯოს, ვინც პირველად ყანწი ასწია.
მესამე ჭიქა ვინაც ჩვენთან არია აღარა,
იმ კაცის იყოს, ვინც საფლავზე ღვინო დაღვარა.
კაცი სუფრაზე ჩაფიქრდება, მოაგონდება,
პურს დაასველებს, ცრემლს შეიშრობს და დაღონდება.
თუმცა ქართველი, მსმელი კაცი რამ დააღონოს?
ჭიქას აიღებს, ჯვარს გადიწერს, იტყვის-აცხონოს,
ყველა უდროოდ, თუნდ დროულად წასულ კაი კაცს
იტყვის და შესვამს, შავ ღვინოში ულვაშს გაიბანს.
კაცს გაუმარჯოს, ვინც პირველად ყანწი დაცალა,
მიქელგაბრიელს მასთან ახლოს მისვლა აცალა,
მკლავი გამოსდო, ეს ცხოვრება ასე გაცალა,
გზად სამოთხისკენ ერთხელაც არ წაიბანცალა.
მოამაგე ვარ მე ქართული ლამაზი სიტყვის,
კაცს გაუმარჯოს, ვინც სუფრაზე მშვიდობას იტყვის.
იმ კაცის იყოს, ვინც ვინც სუფრაზე მშობელს დალოცავს
და დედმამიშვილს, და სიცოცხლეს, წმინდა სალოცავს,
ყველა კაი კაცს, სილამაზეს, ქართველ გენიებს,
და გაჭირვებულს სუფრაზე თუ მოიხსენიებს.
გინდა აკაკის, გალაქტიონს, ვაჟას, ილიას
ვინც მოიხსენებს, ყველა კაცი დალოცვილია.
ყველა სუფრაზე სილამაზე, ალბათ, ქალია,
თუ ბუნებაში ერთხელ მაინც უგრიალია
და წასულების სადღეგრძელოც მდგომმა დალია,
და თუ ქეიფიც, მონატრებაც ღვინის ბრალია,
ის კაცი, ალბათ, სიყვარულით უკვე მთვრალია.
ქვას საფლავისას მოუხდება პატარა ტირე-
ღვინო დამისხით, არ დამლევის დედა ვატირე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s