რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე,

თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს…

ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს,

ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?..

გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც,

თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს.

რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა…

რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?..

მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს,

უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა…

ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ,

მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ…

მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება,

დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა…

არ დაიჯერებ… და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ–

რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა…

ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს,

თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს…

ისევ უზომოდ მენატრები…დავხუჭავ თვალებს–

და სველ ლარნაკში მაგნოლიებს სათუთად ვაწყობ..
**************************************************
ვწერ და მოგონება ისევ სხეულს მიწვავს,
ვწერ და მახსენდები სადღაც წარსულიდან.
მინდა ძველებურად სადღაც დავიკარგოთ
თუმცა მახსენდება, ჰო… მე წარსული ვარ.

უკვე ღამეა და ისევ ძველებურად
ჩემს თავს ავუხირდი, როგორ მომენატრე.
სანამ შენზე ფიქრი ლექსად ამტკივდება,
მოდი, დაბრუნდი და სული მომიტანე.

ახლა ისევ ისე, მხოლოდ ფურცლები და
მხოლოდ მოგონება, ისიც წარსულიდან
მსურდა იელები შენთვის დამეკრიფა,
თუმცა გამახსენდა… რომ შენ წა(რ)სული ხარ.
**************************************************

მოდი,მომეფერე გულში ჩამიხუტე
კოცნა მისახსოვრე მორცხვი,დარდიანი,
სანამ შენს გვერდით ვარ ბოლომდე დამლიე
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
მოდი,შემირიგდი,ნუღარ მებუტები
გარეთ ამინდიც კი გახდა დარდიანი,
სანამ უშენობით მორცხვად ვიფერფლები
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
მოდი,შევიშალოთ,ვიცელქოთ ალერსით,
მოდი,დამახვიე თავბრუ,რეტიანი,
სანამ ბავშვები ვართ ყველა გვაპატიებს
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
მოდი,თორემ ნაჩქარევად გიბერდები,
დრო გავა და…მომიგონებ ცრემლიანი,
სანამ დრო გვაქვს ვითამაშოთ სიყვარულით
მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
*************************** 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s