რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს?

რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს?
– ლამაზია.
– მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ?
– მამშვიდებს!
– იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს.
– ვიპოვნე.
– აბა რაა?
– ხელში მიჭირავს.
– მაჩვენე.
… გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა.
– ეს ხომ მიწაა?
– კი.
– ესეც გამშვიდებს?
– საოცრად.
– არ გეშინია?
– რისი?
– მიწისა და ცის?
– არა, არა.
– გეშინია რაიმესი მაინც?
– კი.
– რისი?
– რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ.
– მაინც გათხრიან.
– კი, მაინც.
– აბა რაღატომ გეშინია?
– გაწვალდებიან.
– კიდე რისი გეშინია?
– ცის.
– აბა, მამშვიდებსო?
– ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია.
– და რას ეუბნები?
– მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი.
– და ის?…
– მამშვიდებს… მსუბუქი ვარო.
– უცნაური ხარ და მტკივნეული.
– ვიცი.
– მტკენ.
– წადი თუ გინდა.
– აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ.
– მაშინ ნუ წუწუნებ.
– მაშინ ნუ მაშინებ.
– უბრალოდ მკითხე და გიპასუხე.
– ჰო?
– ჰო…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s