♥ ბერა – მიყვარხარ ალბათ ♥


მე ვარ ფული, ასე მალე დამხარჯე
მე ვარ გული, ასე მალე დამტანჯე
მე ვარ საიდუმლო, რატომ არ დამმალე
მე ვარ ჭიქა, შენ ერთბაშად დამცალე
მე ვარ დრო, სულ ცოტაც მაცადე
მე ვარ საქმე, შენ კიდევ ერთხელ გადამდე
მე ვარ ფერადი, შენ შავ-თეთრი დამხატე
მე ვარ ცრემლი და როცა გინდა დამღვარე
მე ვარ ლექსი ყურადღებით წამიკითხე
მე ვარ მოგონება….. დამივიწყე
მე ვარ სიზმარი, შენ უკვე გაიღვიძე
მე ვარ ოცნება…. ვერ ამიხდინე
მე ვარ ის… მე ვარ შორს
შენთან წვიმს, ჩემთან თოვს
მე ვარ ბედნიერი, როცა შენ ხარ კარგად
რა ვთქვა??… მიყვარხარ ალბათ..

მე ვარ სითბო, ხელები დამადე
მე ვარ სიურპრიზი, დაითვალე ათამდე
მე ვარ გზა…
პირველი ნაბიჯი, პირველი ცდა
შენ ხარ ანგელოზი, მე ვარ ფრთა
მე ვარ ტალღა, შენ ხარ ზღვა
რა გინდა სხვა,
მე ვარ სიჩუმე არაფერი თქვა
მე ვარ სარკე, ჩახედვას ვერ ბედავ
გაახილე თვალები, მითხარი რას ხედავ
ხედავ? როგორ გიხდება ღიმილი
მე ვარ ჩვენ, რად გინდა ისინი
მე ვარ ის.. მე ვარ შორს
სევდა მღლის, გული მთხოვს
მე ვარ ბედნიერი როცა შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ

მე ვარ სურვილი, მინდა გინდოდე
შენ ხარ ცეცხლი, მინდა ვიწვოდე
და რაც ვიგრძენი, მინდა გრძნობდე შენც
და რაც დავთმე, მინდა თმობდე შენც
მე ვარ ის… მე ვარ შორს
შენთან წვიმს, ჩემთან თოვს
მე ვარ ბედნიერი როცა, შენ ხარ კარგად
რა ვთქვა?? მიყვარხარ ალბათ… ♥

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s