ვიხსენებ… გიხსენებ… და ვნანობ…

გიხსენებ…ვიხსენებ…და ვნანობ…
სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ.
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს.
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება.
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება.
ვიხსენებ…
გიხსენებ…
და ვნანობ….
სიგრეტი ტუჩს მიწვავს
ისე როგორც შენი ტუჩი…
და არ ვნანობ.
არასოდეს მყვარებია ცივი ყავა…
ახლა მიყვარს
შენს გულს მაგონებს და…
ვნანობ.
ცრემლად შეკავებული ლოდინი ეხეთქება სულს…
თვალებში უაზრო სიცივე და უკვე აღარაფრის მოლოდინია.
და ვნანობ
წლებს, დღეებს, წუთებს.
რატომ მაგვიანდება ყოველთვის სადღაც…
რატომ ვტოვებ ყოველთვის რაღაც ნივთს სადღაც, როცა უკან ვბრუნდები…
ნივთს, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.
ჰო!

სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ,
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს,
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება,
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება,
ვიხსენებ…
გიხსენებ…
და ვნანობ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s