იმ სიყვარულს გაუმარჯოს დროსთან ერთად რომ არ ცვდება

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით,სიყვარული შველას ითხოვდა.
ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას:განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არა, – უპასუხა განცხრომამ – ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!
სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის:პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო,შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა პატივმოყვარეობამ.
შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.
მაშინ სიყვარულმ ადაუძახა ბედნიერებას,მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.
უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი.სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა: იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s