ის ჯოჯოხეთში, მე კი სამოთხეში!(1)

-შენ ჩემთან ხარ?
-კი შენთან ვარ და ასე იქნება ყოველთვის.
-არასოდეს დამტოვებ?
-არასოდეს.
-და სადახარ?
-შენთან.
-რომ ვერ გხედავ.
-მთავარია მგრძნობ.
-კი გგრძნობ, როგორ მეხები.
-იგრძენი?
რათქმაუნდა, მე შენს კოცნას და შეხებას ყოველთვის ვგრძნობ.
-ისევ გიყვარვარ?
-კი ისევ მიყვარხარ.
-მე კი მენატრები და ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ.
-ხომ არასოდეს დამტოვებ?
-არასოდეს.
-დაიფიცე.
-ჩვენს მკვდარ სიყვარულს გეფიცები.
-არა ის არ მომკვდარა, ეს შენ ხარ მკვდარი.
-ჩემთან ერთად სიყვარულიც მოკვდა ჩვენი.
-არა მე ისევ მიყვარხარ.
-მეც ისევ მიოყვარხარ. მაგრა, ჩვენი ოცნებები, აუხდენელი დარჩა.
-არაუშავს მანდ რომ მოვალ ახდება ყოველივე.
-შენ აქ მოსვლა დაგაგვიანდება, მანამ არ მოხვალ სანამ შენი თმევი ვერცხლისფერი არ იქნება, მანამ არ მოხვალ სანამ შენი ხელები არ დაჭკნება.
-არა მე შენთან უფრო მალე მოვალ.
-არ წამოგიყვან აქ.
-არა წამიყვან, არ გეცოდები აქ მარტო რომ დამტოვე.
-არა შენ მანდ უნდა იყო, მე აქ.
-და ცალცალკე? ჩვენ ხომ ამდენიხნით ერთმანეთ არასოდეს დაგვიტოვებია.
-წინ კიდევ დიდი დროა. შენ შეხვდები ადამიანს რომელიც არასოდეს მიგატოვებს.
-გაჩუმდი. გულს მტკენ, ესეიგი გგონია რომ მე კვლავ ვინმეს გავუყოფ გულს? ის ხომ შენ წაიღე მაშინ როდესაც ჩემგანს ამუდამოდ წახვედი?
-მე ხომ არ მინდოდა შენგან წასვლა? ეს ბედმა გაყო ჩვენი გზები.
-და მე ვამბობ და გთავაზობ რომ ისევ შევაერთოთ, ჩვენი სიყვარული ხომ ყველაზე ძლიერია?
-არა არა, შენ მანდ უნდა იყო. მოვა დრო და ჩემს მიერ გაყინულ გრძნპბებს სხვა გაგითბობს, ჩემს მიერ ნატკენ გულს კი ის მოგირჩენს.
-გულს კიდევ უფრო მტკენ.
-გაიღვიძე გათენდა.
-უნდა წახვიდე?
-კი.
-ისევ ხომ მოხვალ?
-როდესაც დაღამდება და თვალებს დახუჭავ მაშინ მოვალ ისევ.
-დამპირდი.
-პირობას გაძლევ ჩემო.
-ვიგრძენი.
-რა?
-შუბლზე მაკოცე.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ. მიყვარხარ…….გაიგე?…..წახვედი
———————

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s