მამაკაცის გულის მოგების 10 ხერხი

ცივი სილამაზე
როგორ დავიპყროთ მამაკაცის გული… ეს არ არის კითხვა, არამედ, იგი ნამდვილი ხელოვნებაა. ამ შემთხვევაში, მამაკაცის მომენტალური მოხიბვლაა აუცილებელი. თუმცა, მამაკაცის მოხიბვლა განსაკუთრებული სილამაზის არქმონე გოგონასაც შეუძლია. გონებამახვილობისა და ფლირტის შერწყმა – ეს არის ის, რითიც გამოცდილი ქალბატონები ამაყობენ. ხშირ შემთხვევაში, სილამაზე სიცივესთან და უხეშობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლამაზი ქალბატონი მარტოობისთვის არის განწირული. თუმცა, ქალბატონს მამაკაცთან სასურველი ურთიერთობის მიღწევის უფრო დიდი შანსი, ღიმილიანი სახით და არა მოღუშული გამომეტყველებით აქვს. თბილი ღიმილი, მამაკაცებში დადებით ემოციას იწვევს.
ბუნებრიობა
როგორ უნდა დაიპყროს ქალბატონმა მამაკაცის გული, თუ იგი გამუდმებით თამაშობს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას და მას თავის რეალურ სახეს არ აჩვენებს? იმისათვის, რომ ქალი მამაკაცს მოეწონოს, იგი თავისუფლად უნდა იქცეოდეს. უღიმღამო ღიმილი, ნერვიულობა, უადგილო ფლირტი – ეს ყველაფერი შეუძლებელია დაეხმაროს ქალს სასურველი მიზნის მიღწევაში. იყო ბუნებრივი, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცთან ისევე უნდა მოიქცე, როგორც მეგობართან. აღსანიშნავია, რომ მამაკაცთან ხმამაღლა სიცილი და საუბარი დამღუპველია. ისინი ვერც მდუმარე და ვერც მოლაყბე ქალბატონებს ვერ იტანენ. ამასთანავე, ურთიერთობისას, ქალს არ უნდა შეეშინდეს საკუთარი შეხედულებებისა და ჭკუის გამომჟღავნების, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგრძნობინოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომ რაღაცით მასზე მაღლა დგას.
რაზე შეიძლება საუბარი
საუბრის თემა – ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მამაკაცთან კარგი ურთიერთობის ასაწყობად. იმის მიუხედავადაც კი, თუ საუბრის თემა თქვენთვის უინტერესოა, მას მხარი მაინც უნდა აუბათ. თუ საუბრისას მამაკაცს თვალებში უყურებთ და ყურადღებით მოუსმენთ, მაშინ თქვენ მომენტალურად დააინტერესებთ მას. იმისათვის, რომ დაარწმუნოთ თქვენს ინტერესში, ხანდახან საჭიროა იდუმალი ღიმილი. კიდევ ერთი სარწმუნო ხერხი, საუბრისას, კითხვების დასმაა იმ თემაზე, რომელსაც „ყურადღებით“ უსმენთ. პარტნიორის მოსმენის შედეგად, თქვენ საუბრის გადატანა უფრო საინტერესო თემაზე შეგიძლიათ. საუბარში თქვენ საკუთარ ლტოლვებზეც შეგიძლიათ ისაუბროთ. მაგალითად, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, რომ ღამის ქალაქში სეირნობა ძალიან გიზიდავთ.
რაზე არ შეიძლება საუბარი

კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, აუცილებელია, საუბრისას, ყოველი ფრაზა და საუბრის თემა გააანალიზოთ. არასდროს არ უნდა უთხრა მამაკაცს ბანალური კომპლიმენტი. მაგალითად, არ შეიძლება აღნიშნოთ, თუ რა ლამაზი პერანგი აცვია. არ ისაუბროთ ურთიერთობაზე ისე, როგორც თამაშზე. საპირისპირო შემთხვევაში, პარტნიორი იფიქრებს, რომ მის წინ უბრალოდ კეკლუცი ქალბატონი დგას, ასეთი ქალს კი არ შეუძლია სერიოზული ურთიერთობის გაბმა. არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომელიმე სუპერ გმირს ან მსახიობს. აღფრთოვანებას იდუმალება უნდა ფარავდეს. აღფრთოვანდით არა გარეგნობით, არამედ მისი შინაგანი სამყაროთი და ქმედებებით. 

რატომ არის გარეგნობა მნიშვნელოვანი?

ახალგაზრდა ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ შემცველობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი შეფუთვა. თუმცა, მეორენახევრის არჩევისას, გარეგნული მხარე მთავარ როლს ასრულებს. ყოველივე გარეგნობით იწყება. სწორედ ასე თვლიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები. მამაკაცს გარეგნობა საშუალებას აძლევს, ქალის შინაგანი სამყარო გაიცნოს. არ არის აუცილებელი, რომ ახალგაზრდა ადამიანს მხოლოდ სილამაზე შეუყვარდეს, მაგრამ მიმზიდველი გარეგნობა, შესაძლოა, კარგი ურთიერთობის პირველი ნაბიჯი გახდეს. დროთა განმავლობაში კი, ურთიერთობის განმტკიცების ფარგლებში, პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, პარტნიორის შინაგანი სამყარო დაიკავებს. იმისათვის, რომ მამაკაცს მოეწონო, არ არის აუცილებელი ჰოლივუდის ვარსკვლავს გავდე, მაგრამ საჭიროა გარკვეული მიმზიდველობა. გოგონა, შესაძლოა, მოდელის მონაცემებით არ იყოს დაჯილდოვებული, მაგრამ მან საკუთარ თავს აუცილებლად უნდა მოუაროს.

შეცდომები პირველ პაემანზე

იმისათვის რომ პირველი პაემანი უკანასკნელად არ იქცეს, არ უნდა გაიმეოროთ შემდეგი შეცდომები. ტანისამოსი არ უნდა იყოს მეტად ექსტრავაგანტული და სექსუალური. ნივთებმა, უბრალოდ, მსუბუქად უნდა მიუთითონ ეროტიკაზე. განსაკუთრებით დიდი ყურადღება ხელის მტევნებს უნდა დაეთმოს. ამასთანავე, პარფიუმი ზედმეტად ტკბილი არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ინერვიულოთ, რადგან კომპლექსებს ურთიერთობის მომენტალურად განადგურება შეუძლიათ. მოშვებაში ღიმილი დაგეხმარებათ. შეხვედრის წინ თქვენი წარუმატებლობის მიზეზებზე არ უნდა იფიქროთ. პირველივე პაემანზე არ შეუკვეთოთ ალკოჰოლური სასმელი. არ ითამაშოთ მასწავლებლის ან ზედმეტად კეკლუცი ქალის როლი. აუცილებელია ეკუთვნოდეთ საკუთარ თავს: რბილი ხმითა და კეთილი ღიმილით.

თვითდაჯერებულობა

იმისათვის, რომ მოეწონოთ მამაკაცს, არასდროს არ უნდა ისაუბროთ თქვენს უარყოფით თვისებებზე. პირიქით, თქვენ ყოველთვის უნდა გაუსვათ ხაზი საკუთარ უნიკალურობას. მამაკაცებს საკუთარ თავში დაჯერებული ქალები უყვართ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მამაკაცის გულის მოგება. გახსოვდეთ, რომ პარტნიორს, ყოველთვის უნდა ეშინოდეს თქვენი დაკარგვა.

ეჭვიანობა
ეჭვიანობა – ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, დაიმსახუროთ მეორე ნახევრის ყურადღება დიდი ხნით. მაგრამ არ არის საჭირო გადასცდეთ ზღვარს. თუ იგი ზედმეტად ეჭვიანია, ფლირტი საზოგადოებაში დადებითად არ იმოქმედებს ურთიერთობაზე. იცოდეთ, თუ მეორე ნახევარი ეჭვიანობს, მაშინ მას თქვენ უყვარხართ. თუმცა, მამაკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს თავი არარაობად. თავდაპირველად, სანამ თქვენ ვინმესთან ფლირტს გააბამთ, თქვენთვის სასურველი მამაკაცი თქვენს გრძნობებში უნდა დაარწმუნოთ.
ოდნავი უხეშობა

კეთილშობილება და მზრუნველობა, ისევე ბეზრდება მამაკაცს, როგორც ზედმეტი უხეშობა. ამიტომ, მამაკაცთან ურთიერთობისას, შიგადაშიგ ოდნავი უხეშობაც უნდა გამოამჟღავნოთ. თუმცა, მისი წყენინების შემთხვევაში, ბოდიშის მოხდის არ უნდა შეგეშინდეთ. აუცილებელია ცხოვრების მეგზურის აზრის მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ შეწინააღმდეგებაც საჭიროა. მამაკაცი ყოველთვის იდუმალებას უნდა ხედავდეს თქვენში. ქალმა, შესაძლოა, ითამაშოს უხეშის როლი, მაგრამ ნამდვილად ასეთი არ უნდა გახდეს. გახსოვდეთ, რომ კამათში ყოველთვის მამაკაცმა უნდა გაიმარჯვოს.

მომღიმარი სახე

მამაკაცთან არასდროს არ უნდა გქონდეთ სევდიანი გამომეტყველება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იფიქრებს რომ ქალი მასთან უბედურია. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხალისიანი ქალბატონები იზიდავთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s