ნურასოდეს

ნურასოდეს ნუ აყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით სხვამ რაც უნდა თქვას,
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს.
ნურასოდეს მოატყუებთ ალალმართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზააბნეულ ქალს.
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს.
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს
სხვამ რაც უნდა გააკეთოს,სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას.
ნურასოდეს შეგშურდებათ რაც არც
არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც
ნურასოდეს დაიშურებთ თუკი რამე გაქვთ უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.
ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ სიყვარული მიმოფანტოთ გზად
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად
სანამ გვერდით ძვირფასებო ერთმანეთი გყავთ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s