ყველაფერი კოცნის შესახებ

კოცნისას იწვება 12 კკლ – ია, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას, იცავს ორგანიზმის საერთო ტონუსს. კოცნის დროს გამოყოფილი ნერწყვიც კი შეიცავს ენდორფინს და აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება (აყუჩებს თავისა და კბილის ტკივილს ), მდიდარია კალციუმით და ფოსფორით, იცავს კბილებს კარიესისგან; კოცნა ამაღლებს იმუნიტეტს, აქვეითებს წნევას, ქოლესტერინის დონეს, რითაც მცირდება ინფარქტის რისკი. კოცნის შემდეგ გაძლიერებულად მუშაობს გული და ფილტვები: წუთში 60 ჩასუნთქვა, ნაცვლად ჩვეულებრივი 20 – ისა, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა ფილტვების დაავადებების დროს.
ერთი კია, ყველა ეს სასარგებლო თვისება მჟღავნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კოცნა სასურველია, იმასაც ამბობენ, რომ ვისაც კოცნა უყვარს, საშუალოდ 12 წლით მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვისაც არ უყვარსო…
ტუჩი ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითების დაბოლოებები, კოცნის დროს გულის პულსი 100 დარტყმაზე მეტია.
კოცნის დროს ერთი ადამიანისგან მეორეში გადადის 274 ბაქტერია, საბედნიეროდ ამათგან საშიში არცერთი არაა😉
ადამიანის მსგავსად კოცნა ცხოველებიდან შიმპანზეს და ძაღლს შეუძლია.
შუა საუკუნეების იტალიაში,თუ მამაკაცი აკოცებდა ქალს ვალდებული იყო ცოლად მოეყვანა.
ქალაქ ნეაპოლში ქუჩაში კოცნის დაფიქსირების შემთხზვევაში ქალსაც და კაცსაც პატიმრობა ემუქრებოდა,ხოლო თუ ამას სასულიერო პირის წინ ჩაიდენდნენ სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდათ.
იაპონიაში უღირს საქციელად ითვლება სხვისი თანდასწრებით კოცნა, ამიტომ იქ მეგბრული კოცნაც დაუშვებელია.
ადამიანი ცხოვრების მანძილზე 2 კვირას კოცნაში ატარებს.
ვნებიანი კოცნა ტვინში ქიმიურ რეაქციებს იწვევს, ზუსტად ისეთს, როგორიც პარაშუტით ხტომის ან პისტოლეტით სროლის დროს ხდება.
კოცნა პირის ღრუს საუკეთესო ჰიგიენაა, საღეჭ რეზინზე კარგად კარიესს კოცნა შველის, უკეთესი იქნება ყოველი ჭამის მერე კოცნა და თქვენ კარიესი არასდროს დაგემუქრებათ.
გამოკითხვებით გაირკვა, რომ მამაკაცებს რომლებიც სახლიდან გასვლის წინ ცოლს კოცნიან, უფრ მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამას არ აკეთებს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s