ლექსები

შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია 
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა!
უნდა იცოდე ვინ არის ღირსი
რომ სიყვარული ატარო მისი!
************************
იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე…რამდენი
ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
…ამ დროს
ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება
ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ
იმდენის ღიმილია…
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა
ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა
ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და
გეტყვი…
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი…
************************
ნუ მომატყუებ რომ სინანული
ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა
და უჩემობა სულში გაგატანს.
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა,მაგრამ დრო მოვა
და მტკივნეული დარდი ვიქნები.
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო
და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი
და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით,ნაწვიმარ ცაზე
ისე აგწიე,რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე,და ღმერთი რატომ
გამიხსენებდი ვინ ვიყავ შენთვის.
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და სხვის კოცნაში არ გახსენდები,
მაგრამ,მერწმუნე ის დღეც დადგება
რომ სიგიჟემდე მოგენატრები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s