როგორ შევავსოთ სულიერი სიცარიელე განშორების შემდეგ

მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყო განშორების მიზეზი თქვენ თუ ის, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, რადგან სულის ის ადგილი, სადაც ადრე სიყვარული სუფევდა, დაცარიელდა. 

დრო კარგი კოსმეტოლოგი ნამდვილად არ არის, მაგრამ შესანიშნავი მკურნალია. ახალი ცხოვრება საკუთარ თავთან ჰარმონიაში დაიწყეთ.

-დაფიქრების დრო-

ხშირად გაიმეორეთ „ყველაფერი რაც ხდება უკეთესობისკენაა მიმართული, იარას იარით ვერ განკურნავთ, სისულელეა დარჩენილი ცხოვრების გატარება განშორებაზე დარდში, მაგრამ აჩქარებაც არ ღირს, რადგან მას განაპირობებს „სურვილი”-ვიღაცას სჭირდებოდე, ახალი რომანი „ჯიბრზე”, რაც ახალ გრძნობაზე ცუდად აისახება და დააზარალებს ურთიერთობას.

თუ მან მიგატოვათ, საკუთარ თავს ცოტა მწუხარების, სიბრაზის, სევდის და იმედგაცრუების განცდის ნება მიეცით. გარშემომყოფებს ეხებათ მხოლოდ თქვენი საქციელი, მხოლოდ მოქმედება შეიძლება იყოს არასწორი, არაადეკვატური, შეუფერებელი, ყველანაირი ფიქრი და შეგრძნება კი დასაშვებია.

თუ თავად დაემშვიდობეთ მას, გაითვალისწინეთ, რომ ეჭვები და სინანული თემაზე „ ცუდი, მაგრამ მაინც ხომ იყო” უჩნდება თითქმის ყველა ქალს, უბრალოდ დრო გჭირდებათ გონზე მოსასვლელად. შესაძლოა შემდეგ დარწმუნდეთ, რომ მარტოც შეიძლება ბედნიერად ცხოვრება, მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება. ახლა კი უნდა მიეჩვიოთ ცხოვრების ახალ პირობებს.

არსებობს მინიმუმ ორი მეტად პოპულარული და დამანგრეველი საშუალება სულიერი სიცარიელის შესავსებად: საჭმელი და ალკოჰოლი. არავითარ შემთხვევაში არ გამოცადოთ ისინი საკუთარ თავზე.

შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო მისაღები გზები:

წიგნები-თუ კითხვა გიყვართ , შესანიშნავი საშუალებაა წიგნის გმირთან ერთად ტირილი, რომელიც თქვენსავით განიცდის განშორებას, მასთან ერთად გამოსავლის ძიება. თუ დაწყებული წიგნი გთრგუნავთ, გადადეთ გვერდზე, მას სხვა დროს დაუბრუნდით.

ადამიანები- თქვენ გარემოცვაში მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა არსებობაც კი დადებითად განგაწყობთ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალიან უყვარს ჭკუის სწავლება. პირველ კატეგორიას ხშირად შეხვდით, მეორესთან ფილოსოფიური საუბრები უკეთესი დროისთვის გადადეთ. თუ გულის გადაშლის მოთხოვნილება გაქვთ, მიმართეთ პროფესიონალ ფსიქოლოგს. დაქალებს შორის იშვითად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მხოლოდ მოგისმენთ და ჩუმად გაგამხნევებთ.

მუსიკა და ცეკვა- გამოიყენეთ მუსიკა და ცეკვა, როგორც გაწმენდის გარკვეული რიტუალი. შეეცადეთ „მუსიკაზე აცეკვებას”. თუნდაც საერთოდ არ იცოდეთ ცეკვა, საშიში არაფერია, თქვენ მხოლოდ თვალები დახუჭეთ, მოდუნდით და აყევით მუსიკას მოძრაობით. მუსიკა შეიძლება იყოს „მოსადუნებელი” ან რამდენადმე აგრესიული, მაგრამ არა გულისდამამძიმებელი.

ბავშვები -ბავშვების არსებობა ნიშნავს, რომ სულში სიცარიელე არ გექნებათ. კითხვა- რა მოვუხერხო საკუთარ თავს და თავისუფალ დროს -არ გაგიჩნდებათ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის და მამაკაცის მიმართ სიყვარული სხვადასხვა გრძნობაა, მათი ურთიერთჩანაცვლება არასწორია და საზიანოა ბავშვებისთვის და მათთან ურთიერთობისთვის.

ახალი საინტერესო პროექტისთვის შესაფერისი დროა, მხოლოდ არ დაივიწყოთ დასვენება.

შინაური ცხოველები- თუ არც ბავშვები გყავთ, არც რაიმე საყვარელი „მხეცუნა”, შეიძინეთ აკვარიუმის თევზები, რომლებზე ზრუნვა დაგეხმარებათ თქვენი განცდების დავიწყებაში.

ჰობი- საყვარელი საქმე დაგეხმარებათ განტვირთვაში, ახალი ნაცნობების გაჩენაში, ნერვების დაწყნარებაში. უფრო მშვიდად მიადევნებთ თვალყურს კონკრეტული დავალების შესრულებას, მიღწეული მიზნები კი თვითშეფასებას აამაღლებს.

იმიჯის შეცვლა- გარეგნობის შეცვლით განახლებას იგრნობთ. ქალებზე ეს ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. თქვენი ამოცანაა :”გემოვნებით, დაკვირვებით და გათვლით”, დაამუშავეთ ახალი იერის დეტალები-დაწყებული თმების სიგრძით დამთავრებული სიარულით, ახალი მანერებით და ჟესტებით. გარდაქმნის პროცესში თავს უკეთესად იგრძნობთ.

თამამი საქციელი- გააკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით და ვერ ბედავდით-კარგი ტაქტიკური სვლაა. მორალური კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ განცდა, რომ გამონახეთ ძალა და გარისკეთ.

მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ მათთვის ადვილია, ვისაც უყვარს კითხვა ან მუსიკა, ან ურთიერთობა, ან მოგზაურობა, საყვარელი საქმე აქვთ, მაგრამ „მე როგორ მოვიქცე? არც საინტერესო ჰობი მაქვს,არც გულითადი მეგობრები მყავს, ვმუშაობ მხოლოდ ხელფასისთვის და ახლა საყვარელი მამაკაციც აღარ მყავს? რითი დავკავდე?

ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, მაგრამ მივხდებით, რატომ მიგატოვათ მამაკაცმა- მას უბრალოდ მოწყინდა თქვენთან.

თუ საკუთარ თავთან თავადაც მოწყენილი ხართ, შეყვარებული მცირე ხნით განაქარვებს მოწყენილობას, მაგრამ ეს ეიფორია მალე გაივლის, ყველა ღირშესანიშნავ ისტორიას და ბიოგრაფიულ ცნობებს მოუყვებით ერთმანეთს, შემდეგ დაიწყება ყოველდღიურობა და ერთმანეთის უფრო ღრმად შეცნობა, თქვენ კი „ დაიბადა-ისწავლა-იმუშავა-ს” გარდას იქით არაფერი გაქვთ შესაცნობი?

ეს კი ნიშნავს, რომ ზარმაცობთ. საინტერესო უნდა მოძებნოთ, მოიფიქროთ, შექმნათ, რაც გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, პირველ რიგში ენერგეტიკულს და სულიერს. რაღაც ზედაპირზე დევს, მაგრამ თქვენ მაგივრად საქმეს არავინ გააკეთებს.

არავინ დაგპირებიათ, რომ ადვილი იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s