ზიკო ჯინჭარაძე

ჩემს წინ დგას კაცი და შველას ითხოვს
თან იქ ქანაოს ნაჯახი გძელი
აი ჯალათიც შემომეგება აქ შენ რა გინდა?
მე ვუპასუხე, აქ სიკვდილს ველი…

წადი გამშორდი ხელს ნუღარ მიშლი!
აქ აღარ არის ადგილი შენი
დატკბი ცხოვრებით და მერე მოდი
მე აქ ვიქნები დაგელოდები

გამოვბრუნდი და წუთით დავფიქრდი
ცხოვრებით დატკბი?… მან მომატყუა…
მე ხომ ცხოვრებამ ტანჯვა მანახა
რით უნდა დავტკბე, ბევრიც მანანა

უკან მივბრუნდი, ნაჯახს იქნევდა
გადაუდექი დავძახე არა!
და ამოფეთქა გულიდან სისხლმა
გააპო გული, დავმთავრდი კმარა..
****************************
მე ისევ აქ ვარ, შენც კარგად იცი,
აქ ვარ და ვდეგავ ამ დიდ მდელოზე,
ჩემს წინ იშლება სურათზე სახე,
მშვენიერია ეს სილამაზე,

დიდი მინდორი სულ ცარიელი,
მე აქ რა მინდა? მოდი მე წავალ,
რითი ვიმგზავრო? ალბათ მარშუტით
მე კატაფალკა მეკუთვნის ალბათ…

მართლაც სიკვდილის ტოლფასია აქედან წასვლა
არ მიშვებს სახე, ახლა მას უცქერ,
ამ დიდ მინდორზე, ხან და ხან გელი
მე აქ დავრჩები, რომ გავიდეს აქ მთელი წელი

ისევ მინდორზე, მე აქ რა მინდა?
არ მინდა გატყდეს ეს გული მთელი,
უნდა ვიცოცხლო? შენ ასე გინდა?
პასუხს დავუცდი, და სიკვდილს ველი.
*******************************
უკვე მერამდენე ფიქრი მომეძალა
რაღა გავაკეთო თავგზა ამერია
გარეთ გავიხედავ ისევ ქაოსია
ასე ყოფნა მე აღარ შემიძლია…

სადმე მშვიდ ასდგილას მინდა რომ დავჯდე
და ვწერო ბევრი მონატრებაზე
მაგრამ ვერ ვნახავ მე ადგილს ასეთს
იქ ხომ ლოთები ათევენ ღამეს

რა მონატრება რის მონატრება?
ზიკო არ დაწერო მე ასე გირჩევ
მაინც დაგცინებენ, მაინც აგიგდებენ
ბოლოს კუთხეში ნაცემს მიგაგდებენ…

ვიცი წამოდგები, მაგრამ… დაეცემი
ვიცი არ გეყოფა ძალა სითამამის
მაინც ვერ ჩახედავ შენ მას თვალებში
ეს ლექსიც არ ღირს თენებად ღამის…

აბა გაიხედე უკვე თენდება…
რად გინდა, რომ წერ ვინ დაგიფასებს
“უი რა კარგია” კვლავ იტყვის ერთი
მაგრამ მეორე წუთს გადაგიყვარებს

როგორ იწყებაო შეეკითხები…
ის დაიბნევა ეს კარგად ვიცი
მოიცა გავიხსენო… და ჩაფიქრდება
ხმას ვერ ამოიღებს და გაჩუმდება…

ახალი ლექსი? ესეც ფუჭია?
არა არ არის გეშლებათ მგონი…
ვინ წაიკითხავს მოეშვი ზიკო!…
კვლავ თავს დამჭყავის მე დიდი ქორი…

უკვე შვიდია მზე ამოვიდა
შენ კი აქ ზიხარ, რას ელოდები
ამისთვის გვირგვინს არავინ მოგცემს
საფლავს შეგიმკობს დიდი ლოდები…

ზიკო ფუჭია ქმედება შენი…
ეს ის ხალხია ქრისტე რომ აცვეს
დღეს თავს დაუხრი შენ მოწიწებით
ხვალ კი მაგ თავში ის ნაჯახს ჩაგცემს…

მგონი მოვიდა დრო წასვლის ჩემი…
გვირაბის ბოლოს შუქი არსებობს?
იქნებ ადრეა… თუ ვგვიანდები?
გაავსეთ ღვინით თქვენ ფიალები.

ფეხზე წამოვდგეთ ვთქვათ მოგონება
ნეტა ვინ იყო, ანდა რა ერქვა
ვერ გაიხსენებს დიდხანს ვერავინ
ბოლოს ნაფიქრალს თავბრუ დაეხვა.

იქვე ბიჭები შეკრებილიყვნენ
ის ბიჭი იყო ლექსებს რომ წერდა?
ხო ეგა იყო, მგონი ეგ იყო.
ზუსტად არ მახსოვს, სახელად რა ერქვა

ბოლოს შეეკითხეს იქვე მდარ მოხუცს
ბიძაკაცო, ხო არ იცით ამ ბიჭს რა ერქვა?
ზიკო ქვიოდა, _და თქვენ რა იცით?
ახლავე გეტყვით არსად არ გამთქვათ…

მის ფანჯრის ქვევით ბევრჯერ ვჯდებოდი
მისი ხმა თითქმის აღარ ისმოდა…
ლექსებს დაწერდა მერე კუჭავდა
და იმ დაწერილს ქვემოთ ისვროდა.

სულ ნაღვლიანი, მელანქოლიანი
ხან ანთებიანი, ხან სიცხიანი…
ის მაინც წერდა არ ჩერდებოდა
მაგრამ რატომ წერდა მანაც არ იცოდა,

ხან ბრაზდებოდა მერე წყნარებოდა
კალამს აიღებდა ახალ ლექსს იწყებდა
ისევ დაკუჭავდა, მაინც ბრაზდებოდა
მერე დახევდა და წყნარდებოდა,

მას ენატრებოდა, მგონი იმასაც…
მოკლედ ასე იყო უთხრა მოხუცმა
ბიჭები გამოვიდნენ: გიჟია ნაღდად,
გალაკტიონზე ამბობდა ალბათ,

ვიღაცას მოეწონა ჩემი ლექსები?
მან არ ამიგდო, მან არ დამცინა…
ახლა დრო არი მშვიდად წავიდე,
სანამ ვიღაცამ კიდე დამამცირა.

აი მივედი აქ დამხვდნენ ბევრნი…
რომელი ერთი ჩამოგითვალოთ…
აქ არის შოთა, ვაჟა და ბევრი…
გამჭოლი მზერით, მიმზერს გრანელი…

აჰა მთავრდება ეს ლექსიც მგონი
ამისთვის ღამე მითენებია…
“რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია”…
***********************

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s