რვა ტყუილი….

ეს ისტორია ჩემს ბავშვობაში დაიწყო. ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი და ხშირად იმდენი საჭმელიც კი არ გვქონდა, რომ შიმშილი მოგვეკლა. როდესაც საჭმლის ჭამის დრო
მოდიოდა, დედა ხშირად მაძლევდა ხოლმე თავის ნაწილ ბრინჯს. იგი მას ჩემს ჯამში ცლიდა და მეუბნეობდა: “შეჭამე შვილო ეს ბრინჯი, მე არ ვარ მშიერი”. ეს იყო დედაჩემის პირველი ტყუილი.
როდესაც ვიზრდებოდი, შეუპოვარი დედა თავისუფალ დროს მიდიოდა ხოლმე მდინარეზე სათევზაოდ ჩვენს სახლთან ახლოს იმ იმედით, რომ დაჭერილი თევზით მომიმზადებდა ჩემი ზრდისათვის საჭირო საკვებს. დაიჭერდა თევზს, მოამზადებდა ხოლმე ახალი თევზის სუპს და მე ვჭამდი მას. დედა ამ დროს გვერდით მეჯდა და ჭამდა თევზის ნარჩენებს, რომელიც ჩემს მიერ შეჭმული თევზის ფხაზე იყო შემორჩენილი. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა და დედას გავუწოდებდი ხოლმე ჩემს წილ თევზს, მაგრამ დედა არ მართმევდა და მეუბნებოდა: “შენ ჭამე შვილო, მე თევზი არ მიყვარს“. ეს იყო დედაჩემის მეორე ტყუილი.
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სწავლის ფული რომ დაეფარა, დედამ თერძობა დაიწყო, სახლში იღებდა შეკვეთებს და თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა დღე-ღამის განმავლობაში.ზამთარში როდესაც ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე, დავინახავდი სანთლის შუქზე მომუშავე უძილარ დედას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ნემსში ძაფი გაეყარა და მე ამის შემხედვარე ვეტყოდი ხოლმე: “დედა დაიძინე, უკვე გვიანია…“ დედა ღიმილით მპასუხობდა: “დაიძინე საყვარელო, მე არ ვარ დაღლილი“. ეს იყო დედაჩემის მესამე ტყუილი.
როდესაც გამოცდის დრო მოვიდა დედამ გაითავისუფლა ყველა საქმე გადადო და ჩემთან ერთად წამოვიდა. მცხუნვარე მზის მიუხედავად, ჩემი შეუპოვარი დედა სიცხეში მიცდიდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ზარმა დარეკა, რაც ნიშნავდა რომ საბოლოო გამოცდა დამთავრდა, დედა მოვიდა ჩემთან და ჩამომისხა ჩაი მათრადან, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული. როდესაც დავინახე, რომ დედის სახე ოფლით იყო დაფარული, მივაწოდე მას ჩაის ჭიქა და ვთხოვე დაელია. დედამ მიპასუხა: “დალიე შვილო, მე არ მწყურია“. ეს იყო დედაჩემის მეოთხე ტყუილი.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო ასრულებდა ორივე მშობლის ფუქციას და ჩვენი ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ამ სიტუაციამ. დღე არ გადიოდა ტანჯვის გარეშე. პირობები უფრო და უფრო უარესდებოდა. მხოლოდ მზრუნველი ბიძა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გვიწევდა დახმარებას. მეზობლები ხშირად ურჩევდნენ დედას, რომ კვლავ დაქორწინებულიყო. დედა კი ჯიუტად არ ითვალისწინებდა მათ რჩევას და პასუხობდა: “მე არ მჭირდება სიყვარული“. ეს იყო დედაჩემის მეხუთე ტყუილი.
სწავლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ამ დროს უკვე დედას მოუწია თავისი ძველი ხელობისათვის თავი გაენებენინა და შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მას უსაქმოდ ყოფნა არ სურდა. იგი ყოველდღე დადიოდა ბაზარში, რომ გაეყიდა ბოსტნეული და თავის გასატანად საჭირო ფული ეშოვა. მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი და ხშირად ვუგზავნიდი ფულს თავისი საჭიროებებისათვის, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა ჩემგან გაგზავნილი დახმარების მიღებას. ის უკან მიგზავნიდა ფულს და მეუბნებოდა: “მე საკმარისად მაქვს ფული“. ეს იყო დედაჩემის მეექვსე ტყუილი.
შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და სტიპენდია მივიღე ორგანიზაციისაგან, სადაც საბოლოოდ დავიწყე მუშაობა. კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე, რომ დედა ზღვის ყურეში დასასვენებლად წამეყვანა, მაგრამ ჩემს საყვარელ დედას არ სურდა შვილის შეწუხება და მეუბნებოდა: “არ მჭირდება დასვენება“. ეს იყო დედაჩემის მეშვიდე ტყუილი.
მოხუცებულობაში დედას მუცლის კიბო გაუჩნდა და მომიწია საავადმყოფოში დამეწვინა. ოპერაციის შემდეგ დედა მისუსტებული იწვა ლოგინზე . იგი უკვე ძალიან მოტეხილი და მოხუცებული ჩანდა. იწვა საავადმყოფოს ლოგინზე, მიყურებდა და ჩემზე ფიქრობდა… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ…. დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა. ამის შემხედვარემ ტირილი დავიწყე. გული საშინლად მტკიოდა, რომ მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მითხრა: “არ იტირო ჩემო ძვირფასო, მე უკვე აღარაფერი მტკივა.“ ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s