ვერძი


ხასიათი

ვერძი – სიძლიერისა და ახირებულობის ნიშანია, რაც განსაზღვრავს მის სურვილს, იყოს მუდამ სხვებზე წინ.
ადამიანები ცოცხალი, მერყევი ხასიათით; დაჯილდოებულნი მხურვალე ტემპერამენტით, მაგრამ თავშეკავებულები; არიან თავისუფლებისა და სიამოვნების მოყვარულნი.
ძალზე გულმოდგინენი, უყვართ მეცნიერება, ფილოსოფია, ხელოვნება და საერთოდ არიან პროგრესისა და მოქმედების ადამიანები.
აქვთ მიდრეკილება, ოდნავ ყველაფერი გააზვიადონ და შეიგნებლად იტყუონ.
არ ძალუძთ ცივი გონებით განსჯა; არც სიფრთხილე და არც მკაცრად დასახული ქცევის წესები გააჩნიათ.
ცხოვრობენ, უპირველეს ყოვლისა, იმპულსებით; უფლებებითა და სურვილებით, იმოქმედონ და იხელმძღვანელონ ყველაზე და ყველაფერში, რასაც ყოველთვის არ მოსდევს წარმატება.
ტემპერამენტით – ქოლერიკები
პროფესია
ყოველგვარი საქმის წამომწყებნი, სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურენი, ადამიანები გატაცებულნი სავაჭრო გარიგებით. ასევე არიან გამომგონებლები, ფერწერული ტილოების კოლექციონერები, ანტიკვარები, მუსიკოსები და მსახიობები.
წარმატებები
ხშირი ცვლილებები, მოუსვენარი ახალგაზრდობა; აქვთ ყველა საჭირო მონაცემი ცხოვრებაში წინსვლისათვის, მაგრამ ზედმეტი თვითდაჯერება ზოგჯერ ხელს უშლის მათ, შეინარჩუნონ მიღწეული.
პრაქტიკული და ანგარიშიანი გონება უქმნით მომგებიან შესაძლებლობებს, რასაც ისინი ხშირად უმადლიან თავიანთ წარმატებებს.
ავადმყოფობები
საფრთხე ემუქრება მათ გულს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს. მოსალოდნელია სიმსუქნე, ნერვული დაავადებანი. აქვთ მიდრეკილება რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის მიმართ.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია ლომის ან მშვილდოსნის ნიშნით.
ცუდია: როდესაც დაბადებულია კიბოს ან თხის რქის ნიშნით.


სიყვარული

სიყვარულში არიან მიზეზიანები და არა მყარნი. განსაკუთრებით მამაკაცები უფრთხილდებიან თავიანთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.
კეკლუცი, მაგრამ სერიოზული ქალები ხშირად უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე მამაკაცები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s