თხის რქა

ხასიათი
სერიოზული, დაუცხრომელი, შრომისმოყვარე, დიდად გამძლე და შეუპოვარი დასახული მიზნის მისაღწევად. ნაკლები სინაზის, თავშეკავებული და ამაყი, თავის თავში ჩაკეტილი და უნდობი. ცივი გონების ადამიანი, ხელმომჭირნე, მკაცრი და ნაკლებ მოწყალე. ადვილად არ იცის პატიება და არც მალე ივიწყებს წყენას. აფასებს ფულსა და მატერიალურ მდგომარეობას. დიდ ყურადღებას აქცევს გარეგნობას. ძირითადად მატერიალისტია. შეიძლება იყოს ფილოსოფოსი და ენამახვილი ადამიანი, მუდამ ეგოისტური ნოტით. პესიმისტი და ჯიჯღინა. უყვარს სიმარტოვე. ძალზე პატივმოყვარეა.
პროფესია
აგრონომი, კოლმეურნე, მაღაროელი, მებაღე, პოლიტიკოსი, მოხელე, მეცნიერი, მძიმე ფიზიკური შრომით დაბადებული ადამიანი.

წარმატებები

მთელი ცხოვრების გზა სავსეა მღელვარებებითა და მუშაობაში ძალზე ბევრი წინააღმდეგობებით, მაგრამ მოთმინებისა და ამტანიანობის წყალობით ბოლოს აღწევს წარმატებას და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ორმოცი წლის შემდეგ.
ავადმყოფობები
ახალგაზრდობაში – სისუსტე და ავადმყოფობანი. ჯანმრთელობა მატულობს წლითი წლობით და ბოლოს ხდება ძალზე ამტანი.
სავარაუდოა რევმატიზმი, გაცივება და უბედური შემთხვევები: დაცემა, მოტეხილობანი, დაჟეჟილობანი. მიდრეკილება აქვთ მელანქოლიისა და დეპრესიისადმი. საფრთხე ემუქრებათ ომის დროს იარაღისა და ცეცხლისაგან.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია ქალწულის ან ხბოს ნიშნით.
ცუდია: თუ დაბადებულია სასწორის ან ვერძის ნიშნით.


სიყვარული

ბევრი უთანხმოება. უფრო ხშირად ის არ უყვართ თავისი გულცივობის გამო. ქორწინება ძირითადად დაფუძნებულია მატერიალურ სარგებლობაზე, იშვიათად კი გრძნობებზე. გრძნობებს უფრო აქვთ არაჯანსაღი, მახინჯი იერი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s