ტყუპები (მარჩბივი)


ხასიათი

მდიდარი, მრავალმხრივი ნიჭის მქონენი. დაჯილდოებულნი არიან იდეების სიუხვით, მუდამ დაინტერესებულნი სიახლით, მაგრამ ძალზე ცვალებადი აზრებით. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. ოდნავ ზედაპირულნი და ძალზე დაბნეულები არიან. განსაკუთრებით ემარჯვებათ გონებრივი და წერითი სამუშაოები. აქვთ ნათელი გონება. დამთმობები და თავაზიანები, ადვილად უმეგობრდებიან ყველას, მაგრამ ყოველთვის როდი იჩენენ სიმტკიცეს, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება რაიმე საიდუმლოს. არ არიან საკმაოდ დადებითი პიროვნებები; მოუსვენარნი, ცვალებადნი, დამოკიდებულნი არიან თავიანთ გუნება-განწყობაზე. აქვთ კარგი ჭვრეტის უნარი, დაკვირვებულები, იუმორის გრძნობა გააჩნიათ, უყვართ კრიტიკა, სიტყვისათვის ჯიბეში არ ჩაიყოფენ ხელს. უჭირთ ყურადღების კონცენტრირება. აქვთ მიდრეკილება ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერებისადმი.
ტემპერამენტით – სანგვინიკები
პროფესია
მწერლები, საწარმოო ნაკეთობათა გავრცელებასთან, შეგროვებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ყველა საქმეები; გამომგონებლები, მხატვრები, მსახიობები.
ხშირად ერთდროულად ეუფლებიან რამდენიმე პროფესიას. უყვართ მოგზაურობა, თანაც თითქმის მუდამ პრაქტიკულ მიზნებთან დაკავშირებული. მისდევენ მეცნიერებას; ორატორები, ნაფიცი ვექილები.

წარმატებები

წარმატება რომ მოიპოვონ, არ უნდა მოედონ ყველაფერს. ბევრი ცვლილებები აქვთ ცხოვრებაში, მათ შორის ეკონომიურიც. სირთულეები დაკავშირებულია აჩქარებასთან. ჩხუბი და კამათი უხდებათ სხვა სქესის გამო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, დაწყნარებულები, საქმისა და მდგომარეობის გაანალიზებითა და მოფიქრებით, მაინც აღწევენ თავისას.
ავადმყოფობები
უნთავრესად – ნერვულობა. ნერვულობის ნიადაგზე კუჭისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებები. საჭიროა თავშეკავება ზედმეტი ხორცის მიღებისაგან. არ უნდა გადაიღალონ სამსახურში.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია მერწყულისა და სასწორის ნიშნით.
ცუდია: თუ დაბადებულია თევზების ან ქალწულის ნიშნით.

სიყვარული

საიდუმლო სასიყვარულო კავშირები ხშირად ცუდად მთავრდება. საკუთარ გრძნობებში რამდენადმე ზედაპირულობა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s