ქალწული

ხასიათი
დიდი შინაგანი, სულიერი მონაცემები; აღქმულის ადვილად ათვისების უნარი, მეცნიერების ყველა დარგის მოყვარულები. მუდამ განწყობილნი საქმისათვის, არიან მეთოდურები. ბუნებით ხელმომჭირნენი, მომთმენები, მეოჯახენი და ყაირათიანები; პრაქტიკული და საღი მსჯელობის პატრონები, ყოველთვის ემყარებიან ფაქტებს; ხშირად წვრილმანდებიან და თავსაც კარგავენ. ამავე დროს, ფიცხებიც არიან. სკეპტიკურობა ხელს უშლის მათ ფართო გაქანებას. ამ ტიპის ზოგიერთი ადამიანი უნდა ერიდოს ლაყბობასა და სხვათა მეტისმეტ განსჯას. მათ შორის არიან იდეალისტებიც და მაღალი სულით დაჯილდოებულნი ადამიანებიც.
ტემპერამენტით – მელანქოლიკები
პროფესია
კეთილსინდისიერი ჩინოვნიკები, კარგი ვაჭრები, მეცნიერ მუშაკები, მკვლევარები, ლიტერატორები, წიგნების გამყიდველები, კარგი ხელოსნები. საუკეთესონი არიან მიწისა და ხის დამუშავებაში, სანიტრები და კბილის ექიმები.

წარმატებები

ბავშვობასა და ახალგაზრდობაში განიცდიან დიდ წინააღმდეგობებს, ვიდრე არ მიაღწევენ მიზანს. იღბლიანი არიან მემკვიდრეობით საქმეებში. აქვთ უზრუნველყოფილი მატერიალური მდგომარეობა.
ავადმყოფობები
საერთო ნევროზი, ხშირად გამოწვეული კუჭ-ნაწლავის აშლილობის გამო. ღვიძლისა და სისხლის შემადგენლობის დარღვევა. საშიშროება აქვთ შეკრულობისა და ბუასილის მხრივ. არ იკლებენ საჭმელს თავიანთი გემოვნების მიხედვით.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია ხბოს ან თხის რქის ნიშნით.
ცუდია: თუ დაბადებულია ტყუპების ან მშვილდოსნის ნიშნით.

სიყვარული

სიყვარულისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი და ამ საკითხს რამდენადმე გულგრილად ეკიდებიან. ქალებს ოდნავ კეკლუცობა ახასიათებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s