წამი შეხვედრის და წამი განშორების, 
წამი რწმენისა და იმედგაცრუების, 
წამი სიყვარულის,წამი მწუხარების 
წამი მარტოობის მწარე სინანულის, 
ცალცალკე წამია,ერთად აღებული 
მთელი ცხოვრებაა მსხვერპლად გაღებული.
**********************************************
დაგელოდები…
და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი, 
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება.
****************************************************
 მაკოცე!…
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი…
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს…
მაკოცე…
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!…
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ…
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს….
*****************************************************
 ძნელი ყოფილა იცხოვრო ქვეყნად,
სიკეთე თესო და ქვაზე დადო,
ძნელი ყოფილა გიყვარდეს ვიღაც 
და სიყვარულით იცხოვრო მარტო…. 

ძნელი ყოფილა გჯეროდეს ხვალის,
როცა არსად ჩანს იმედის კვალი,
ძნელი ყოფილა არ დაუჩოქო,
არ მოუხუჭო ცხოვრებას თვალი..

ძნელი ყოფილა ცხოვრების გზაზე,
შენი ოცნების ერთგული დარჩე,
ძნელი ყოფილა არ გეშინოდეს,
მხოლოდ გიყვარდეს და მხოლოდ გწამდეს…

ძნელი ყოფილა შეიცნო თავი
და შეცდომებზე პასუხი აგო,
ძნელი ყოფილა ინატრო წამი,
მარადიული როგორც სამყარო..
*********************************

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s