თევზები

ხასიათი
რბილი, დამთმობი, ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ. სუსტი ნებისყოფის; გაურბიან გარკვეულ, აშკარა საქმიან ურთიერთობებს.
ძალზე მგრძნობიარენი, მომთმენები არიან. ეტანებიან ყველა ძლიერი ნებისყოფის მქონეს, და არ ძალუძთ თავიანთი თავის წარმოჩენა. იზიდავთ ხელოვნება, აქვთ მუსიკის ნიჭი და მისტიციზმისაკენ მიდრეკილება.
ეს მრავალმხრივი ნიჭის ადამიანები ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი. ახალგაზრდობაში ადვილად ელევიან მორალისა და ზნეობის პრინციპებს, იჩენენ სისუსტეს შხამისა და ნარკოტიკების მიმართ. მოკლედ, არ იმსახურებენ ნდობას, არიან ორპირნი. აქვთ სილამაზისა და ესთეტურის სიყვარული და ამით ინუგეშებენ თავს, მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრებაზე გულგატეხილები. არიან მორწმუნენი.
ტემპერამენტით – ფლეგმატურები

პროფესია

მხატვრები, მუსიკოსები და მისთანანი. სასულიერო პიროვნებები, მსახიობები, მეზღვაურეები, ციხის უწყებების, სულით ავადმყოფთა სახლებისა და გამოსასწორებელი დაწესებულებების თანამშრომლები.
სასტუმროებში ან რესტორნებში თუ მუშაობენ – რჩევა არ გამოიყენონ ბოროტად ალკოჰოლიანი სასმელები.
წარმატებები
ხშირად აქვთ ძალზე ძნელი ცხოვრების გზა გასასვლელი, სავსე წარუმატებლობითა და ბედუკუღმართობით. ეს ადამიანები ხშირად რჩებიან ჩრდილში, თუკი არ უბიძგა ძლიერმა ხელმა.
შეუძლიათ მიაღწიონ კეთილდღეობას, თუ მათ დროულად შენიშნავენ და, თავის მხრივ, ისინი გაწყვეტენ საეჭვო კავშირებს, ჩამოშორდებიან არასანდო ადამიანებს.
ავადმყოფობები
ნერვული დაავადებები, შიშის გრძნობა, გულისა და ფეხის სახსრების ტკივილი. ქალებს დარღვეული აქვთ მენსტრუაციული ციკლი.
ჰარმონიული ცოლქმრული ცხოვრება
კარგია: თუ პარტნიორი დაბადებულია კიბოს ან მორიელის ნიშნით.
ცუდია: თუ დაბადებულია მშვილდოსნის ან ტყუპების ნიშნით.
სიყვარული
თავიანთი ხასიათის ბოროტად გამოყენებისას, ელით მრავალგზის იმედის გაცრუება სიყვარულში. მათ ზიანს აყენებენ მტრები და ცილისმწამებლები.
ქალები, დაბადებულნი ამ ნიშნით მამაკაცებზე უფრო მალე აღწევენ ბედნიერ ცხოვრებას ქორწინებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s