ლექსები

მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა…
*******************************************
იცი რა მინდა? – სიყვარული მინდა მაწვიმდეს,
მიმტროს ამინდმა, გალუმპული სული აწივლდეს,
მან, რაც წავიდა აღარაფრით ავნოს აწინდელს,
დადგეს წამი და ულამაზეს წამად გაცივდეს,
ჩემი მზერიდან თქვენს მზერაში გადავნაწილდე…
ბევრი არ მინდა – სიყვარული მინდა მაწვიმდეს…
*****************************************
დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? – სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ – შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
*************************
ჩემს თვალებს შეეჩვია თვალზე ორი ცრემლი,
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების.
როცა მარტო ვრჩები ვცდილობ არ ვიტირო,
მაგრამ მაინც ჩნდება თვალზე ორი ცრემლი.
სანთელს ავანთებ და ხატთან დავიჩოქებ,
გულზე მომეშვება, ოდნავ დავმშვიდდები,
მაგრამ სანთლის შუქზე მაინც გაბრწყინდება
ორად-ორი ცრემლი შენი მონატრების…
******************************
აკი მითხარი, ღმერთი არ მწამსო?!
მაშ რად იყავი სვეტიცხოველში?
აკი მითხარი, არვინ მიყვარსო?!
მაშ რად იჯექი ცრემლის მორევში?
რად დაუჩოქე ხატებს მოწყენით?
მაშ რად დაანთე წველი სანთელი?
ვიზე თქვი – ღმერთო ძლიერ მიყვარსო?
იმ ბედნიერის მითხარ სახელი…
*************************************
მინდა, ჩაგიხუტო მაგრად,
მინდა, რაღაც გითხრა ყურში,
მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ
და შენს ნაფეხურებს ვკოცნი.
ისევ მომენატრე ძლიერ,
ისევ ამედევნე ფიქრად,
ჩუმად გელოდები, მაგრამ
ვაი, რომ ვერ გხედავ სიზმრად.
ვიცი, უშენობა მომკლავს,
ვიცი, დავიღვრები ცრემლად,
მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი
და ფიქრებს მოვყავარ შენთან…
***********************************
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s