ლექსები

ღამე, როდესაც სუყველას ძინავს,
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს.
მას გონია, რომ მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.
მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო,
რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა,
და მე იმ დღიდან იმის საფლავთან
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა,
დავუდე ლამაზს, ჩემთვის დაკარგულს,
ბრწყინავი ცრემლი შევნიშნე თვალზე,
თითქოს ტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავდი, დროც მე მიმყავდა,
ხალხო გესმოდეთ, რომ ის გოგონა
ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს!!
************************************
ნუთუ მიყვარს??
დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს –
გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?!
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ – ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს –
გიყვარს, გიყვარს!!
*************************************
რად შეგეშინდა?
მე სიყვარული არ მითხოვია არცერთი წამით,
მე ბალახი ვარ და ყველა ბალახს
უყვარს სიცოცხლის სპეტაკი ნამი,
მე რომ მიყვარდე ბოლოსდაბოლოს,
შენ რას გიშავებ ძვირფასო ამით?
რად შეგეშინდა?
მე სიყვარული არ მითხოვია არცერთი წამით…
*****************************************
სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია,
სიყვარულისთვის არ არსებობს წონა, ასაკი,
გიყვარდეს, მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი,
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო მაღალი.
თუ შეგიძლია შეყვარება ბედნიერი ხარ,
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან,
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას
და სიყვარული არ იციან ისე კვდებიან…
******************************************
და განა ერთი? ათასი ღამე შემომიწირავს,
ათიათასჯერ თრთოლვით მითქვამს შენი სახელი,
შენი ლანდის წინ დამიჩოქია მე ვითა მწირსა,
და ცრემლიანი თვალებით მითქვამს შენი სახელი.
და მე სულ ასე შენზე ფიქრში გავათევ ღამეს,
და მე სულ ასე შენზე ფიქრში დამათენდება,
დაგელოდები, მთელი ცხოვრება დაგელოდები,
სანამ ჭაღარა თოვლის ფიფქად დამათოვდება…
******************************************
და თუ მივიღე მწარე უარი,
ვით მათხოვარი სიონის კართან,
შემოვალ შიგნით შენს ხატებასთან
და დაგენთები მე წმინდა სანთლად.
ილოცებს იგი სანთელი მარტოდ
და შეავედრებს ღმერთს შენს სიყვარულს,
ილოცებს ვიდრე ცრემლებით სულმთლად
არ დაიღვრება შანდალში მარტოდ.
არ ქვრება მხოლოდ სურნელი მისი,
ვით უკვდავება არის სულისა
და ცივ ზამთარში თოვლის ფანტელი,
რომ დაადნება შენს ლამაზ ტუჩებს,
იცოდე იგი კოცნაა ჩემი
გამოუთქმელი სიყვარულისა.
********************************
ზღვის პირას სილას მიუყვებოდა ხან ორი და ხან ერთი ნაკვალევი.
– ეს ვისი ნაკვალევია უფალო?
– იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
– ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
– ეს ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი?!
– და მაინც მიგიტოვებივარ უფალო! ზოგჯერ სილას მარტოდმარტო მიუყვება ჩემი ნაკვალევი.
– შენ ისევ ცდები შვილო ჩემო! მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია, შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, მე ხომ შენ ხელში აყვანილი მიმყავდი?!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s