სიკვდილთან პაემანი ♥))

შვიდ საათზე მაქვს შეხვედრა
მითხრა–პირველად შენ უნდა გნახო
უცხოა ჩემთვის ,არ მყავს ნანახი
და როგორ შევხვდე ? რა ვუთხრა პატრონს ?

აუცილებლად უნდა მენახა
დავინტერესდი ვინ არის ნეტა ?
გამოვიპარე ჩუმად სახლიდან
გულში ვიძახი :“ ვაიმე დედა“

ცოტაც და ღმერთო! უკვე იქა ვარ
ნეტავ ვინ არის ?რა უნდა ჩემგან ?
გულის სისწრაფით მივიჩქარი და
სული და გული თან მრჩება უკან..

იქნებ ის არის მე ვისაც ვფიქრობ
ან იქნებ ვინმე მპარავი . ქურდი ,
რავქნა ? გავჩერდე თუ გადავიდე ?
მთების მაღლობზე აქვს დანიშნული.

მივედი, გული გამალებით სცემს,
არავინ არ ჩანს ტიალ მინდორზე
გამოჩნდა შავი ღრუბელის მსგავსი
ხელი მომკიდა მე საყელოზე

„ვაიმე დედა“–უმალ შევსძახე
ჩემში დაიძრა სიკვდილის შიში
თუ კი წავედი მე ამ ქვეყნიდან
რა ვუთხრა პატრონს, ამის მაქვს შიში

ხელს აღარ მიშვებს სადღაც მივყავვარ
სიკვდილს ჩავხედე იქვე თვალებში
კივილის მეტი რა დამრჩენია
მარტო ვარ ,სიკვდილს ვერ ვემალები.

გაჩერდა.მითხრა წადი გაიქეც
ადრეა თურმე შენთვის სიკვდილი
უფალს არ უნდა მასთან წახვიდე
ჯერ სამოთხეში არ აქვს ადგილი .

სამოთხის კარი ჩემთვის ღიაა
ჯოჯოხეთის კარს რატომ არ მიგებ?
თუ სიკვდილისთვის არ გემეტები
სჯობს ჩემი ფეხით სახლში წავიდე

წავედი.გულში ფიქრებს ვერ ვატევ.
გონება თითქოს დაბინდულია
სიხარულისგან ცხრა ცას ვეწიე
სიკვდილი ჩემთვის ნაადრევია

სიკვდილთან მქონდა მე პაემანი
არ შევუშინდი მე მის იარებს,
უცებ დავუსხლტი მე მას ხელიდან
მადლობის თქმა კი დავიგვიანე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s