დავით

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით
გული გაიმაგრე,გული გაიმაგრე
გული გაიმაგრე დავით!

რა დაგვიტოვე და ჩვენ რას გახვედრებთ
რით მოვიწონოთ თავიი
ვერ ვიდავითეთ, ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ დავით!

მიწა გაგვიყიდეს, ხორცი დაგვიფლითეს
გული ამოგვგლიჯეს ტანჯვით
გარეჯს გვიფეთქებენ, რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ დავით!

გადამთიელები, უცხოტომელები
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით
,,გადამიარეთო” ასე დაგვიბარე
გადაგვიარეს დავით!

ვერ დავიცავით შენი საქართველო
ვერ მოვუფრთხილდით წამით
ხმალი დაგვიჟანგდა, სისხლი გაგვიწალდა
დავპატარავდით დავით!

მტერმაც გვლეხა და ერთურთიც ვლეწეთ
ვლეწეთ დღისით და ღამით
ტაოს მივტირით, ჰერეთს მივტირით
სამცხეს მივტირით დავით!

კვნესის საქართველო, შენი საქართველო
გულში დაჭრილია ხარი
მუხლი მაგარი აქვს არ დაიჩოქებს
ნუ გეშინია დავით!

თბილისი მაინც ისევ თბილისობს
გელათი ისევ ყვავის
იბადებიან დღესაც ლეკვები
სადიდგორენი დავით!

მეფედ შენ გვსურხარ, შენ გვიპატრონე
შენი ხმლითა და ფარით
აღმაშენებელო თბილისს შემობრძანდი
თეთრი გიორგის მადლით
მუმლი მუხასაო, მუმლი მუხასაო
მუმლი მუხასაო დავით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s