ცხოვრება

ცხოვრება ზოგისთვის ფიქრია,
ზოგისთვის – ია-ვარდები;
ზოგისთვის – თბილი გულია;
ზოგისთვის – ეკალ-ბარდები…
ზოგს ასე ესმის, ზოგს ისე
რას იზამ, – ვერ ედავები,
ცხოვრება ეს ის წიგნია –
სადაც ვერაფერს გახდები.
ან უნდა სწორად იკითხო,
ან აგერევა დავთრები,
კვალდაკვალ თუ არ მისდიე,
ბოლოს სულ მარტო დარჩები…
ცხოვრება წავა და შენ კი
მის უკან მიჩანჩალდები,
გვერდები თუ აგერია
გახდები სხვისი დამჯერი…
ყველაზე საინტერესო
ამ წიგნში მაინც ის არის
ყველაფრის მიუხედავად
ჩვენა ვართ მისი ავტორი…
ამ წიგნს ვწერთ ზოგჯერ შეცდომით,
ზოგჯერ ვიღაცის კარნახით
და გვავიწყდება რომ ერთხელ
დაწერილს ვეღარ ამოვშლით,
მაგრამ მთავარი ის არის
ეს წიგნი გადაიკითხო
და თუ შეცდომებს იპოვი
მის ავტორს შინ მიაკითხო…
რადგან არავინ არ იცის
სულ რამდენ ტომად გამოვა
ბოლო წერტილს ხომ ღმერთი სვამს
როდესაც ამის დრო მოვა …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s