საღამო იყო თანაც ძლიერ ძლიერ ციოდა,
ვიჯექი მარტო,გავყურებდი შორეულ წარსულს…
შენი უიმედო მონატრებით გული მტკიოდა
შენთან სიმარტოვე ო რაოდენ ძლიერ მინდოდა.
საღამო იყო ვარსკვლავების წვიმა ცვიოდა,
ვიჯექი მარტო შეუმჩნევლად ცრემლიც მდიოდა…
შენი ჩახუტება,მოფერება ისე მინდოდა
დრო კი ამ ნატვრაში შეუმჩნევლად ძლიერ მიჰქროდა.
საღამო იყო ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა,
მე კი წარსულზე მოგონების ფიქრი მათბობდა…
არ მეგულება პიროვნება ვინც არ იტყოდა
ნეტავ წარსულში,სულ ცოტა ხნით მაინც მამყოფა.
საღამო იყო ისევ ისე  ძლიერ ციოდა,
ჩემი სიბრალულით ღრუბელსაც კი ცრემლი სდიოდა…
ისე გნატრობდი,სინანულით ცაც კი ტიროდა
ჩემი სიბრალულით ნიავიც კი არსად იძრწოდა.
საღამო იყო…ამ თვალებში სული კიოდა
და იცი რატომ?  უშენობით გული მტკიოდა….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s