ვიცეკვოთ ერთად…

ვიცეკვოთ ერთად… ტანგოს ჰანგზე… ვიცეკვოთ ცაში…

ცეკვა ღრუბლებთან სიყვარულზე მოგვითხრობს ამბავს…

ამბავს…ლეგენდას რომ ჩამოგავს მუსიკის ხმაში…

და მოლოდინის ლამაზ ზღაპარს ცეკვაში ქარგავს…

ცა სიყვარულით… უცნაურად… შეგმოსავს ჩუმად…

ნაზი ამბორით დაგისველებს ვნებიან თვალებს…

და თუ ფიქრები… ცეკვის გარდა… ზეცაზეც დუმან…

მოგონებები წარსულშიაც მისდევდნენ ქარებს…

…ამ მოლოდინში… როიალი დაუკრავს რიდით…

გაზაფხულს ცრემლით მოგილოცავს…გრძნობების შეკვრა…

ლამაზ სევდაში ჩაკარგული შეგხვდება ფიქრი…

დუელში ჩუმად გამოგიწვევს ღრუბლების ცეკვა…

ცის სავარძელზე ჩამომჯდარი…შეგხედავ კრძალვით…

ლურჯი ფიქრებით შეგაპარებ სურვილს ცეკვისას…

მოგონებებში გავფრინდები…ოცნების ქალი…

და ცას ცეკვისთვის დავპირდები … გრძნობას… შეგირდად…

……….

ვიცეკვოთ ერთად… მონატრებით… ვიცეკვოთ ცაში…

ცეკვა ღრუბლების…გამოიწვევს ვარსკვლავთა წვიმას…

წვიმა… მუსიკას შეეწყობა… ფიქრთა ავდარში….

და ერთმანეთთან ორი გულის ოცნება მივა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s