თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი, სული ხომ ბავშვის შემომრჩენია.

ერთი ტკივილი არ კმარა თურმე,
უნდა წარსულთან დუელში მოკვდე,
მხრებზე დაჭრილი ფრთებით სიარულს
იქნებ არ ღირდეს ამდენ წვალებად,
მაინც არა ჰყავს ამ ლექსს მკითხველი,
იქნება სჯობდეს გარდაცვალება…
იქნებ სიკვდილში ვიყო პირველი.
მაინ ჯიუტად ვტკეპნი სტრიქონებს,
ბოლო ბილიკი მაინც ჩემია,
თუკი ქალღმერთის არ მაქვს იერი,
სული ხომ ბავშვის შემომრჩენია.
ვლავ თავდახრილი დავალ თქვენს შორის,
თქვენ ისევ ვერ ცნობთ ცისფერ გენიას,
მე სხვა სივრცეებს ვეპოტინები,
თქვენ კი ჯიუტად მარქმევთ თქვენიანს.
ეს სინანული არ კმარა თურმე,
უნდა ლექსებან დუელში მოკვდე,
დაკოდილ ფრთებით უფსკრულზე ფრენას
იქნება სულაც უფრთობა სჯობდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s