მოგნატრებია? გიტირია? გყვარებია? გიოცნებია? დაგიკარგავს? გიპოვია?

-მოგნატრებია?-მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია.-გიტირია?-მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია. (არცისე გულჩვილივარ) :)-გყვარებია?-მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები.-გიოცნებია?-ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა.მიტო დარჩა ოცნება ოცნებად.-დაგიკარგავს?-დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე ერთი ადამიანის დაკარგვით, მგონია ყველა ადამიანმა დამივიწყა, თუმცა ეს უბრალოდ მგონია…..-გიპოვია?-კი მიპოვია მაგრამ ალბათ მიტო ვიპოვე რომ დამეკარგა.-თვითმკვლელობაზე გიფიქრია?-მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ეს ადრე იყო, როდესაც ადამიანი თავსი მოკვლას გადაწყვეტ, ამდროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხდები, ამდროს ყველას უარყოფ და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ,ვერ ხვდები რამდენ ადამიანს შეიძლება ატკინო გული… იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარხარ. თვითმკვლელობა სიმხდალეა. როდესაც თავის მოკვლას გადაწყვეტ და ამის მეტნაკლებად განხორციელებას ცდილობ, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად გინდა სიცოცხლე….-რა არის სიცოცხლე?-სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს, მისი დასაწყისი ალია ხოლო დასასრული კი ფერფლი, მაგრამ ვისთვის როგორ… ზოგის სიცოცხლე აალებასაც ვერ ასწრებს….ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი.ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს.არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამდროს, ყველაზე მეტად გეჯავრება.ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება.დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s