უფალო მადლობა

მუხლებზე ვდგები და შეგწირავ მადლობას,
უფალო,რამდებჯერ შემყარე სიხარულს.
მომასწარ უამრავ დარსა თუ ავდრობას,
შეძენის წყალობას,დაკარგვის სინანულს.
რამდენჯერ დილის მზით სარკმელი ამინთე,
ვარსკვლავით მოჭედილ მთვარიან ღამისთვის,
ლოდინით დაგაღლილს შეხვედრით გამითბე
სული და, უფალო მადლობა ამისთვის.
უმწეო ცოდვილი სიყვარულს მაწვნიე,
ღიმილით შემჭიდე გრძნობათა ქარიშხალს
და როცა მატკინეს ,ხელებში მარწიე, შ
ენა ხარ ვინც ხელი არასდროს გამიშვა.
ლოცვებში ჩაღვრილი ყოველი ფრაზისთვის,
მეგობრის მზერისთვი,ცრემლებს რომ მითვლიან,
თვალებთან გაბნეულ ყოველი ხაზისთვის,
ნაოჭად მიყრილნი ჩემს წლებს რომ ითვლიან.
რამდენი აპრილით ამინთე თვალები,
ტერფებთან შემახე ნამიან ბალახებს.
ტაძართან თავდახრილს შემიღე კარები
და ცოდვილს შენდობის წყალობა მანახე.
ოქტომბრის ფერმორთულ აკვანში მაძინე,
იზრუნე შენგანვე ნაბოძებ სულისთვის,
მადლობა უფალო ბავშვი რომ მაცინე
და ყელში ჩაღვრილი დედის რძის სუნისთვის.
ხვალაც თუ მზის სხივმა ამინთო სარკმელი,
უფალო მადლობას ცრემლებით განიშნებ.
სულ ახლოს მატარე,ბევრი მაქვს სათქმელი
და შენგან განვარდნად ნურასდროს გამიშვებ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s