ფიქრები ისევ სულს მიტკიებს..

იქნებ იმდენად ვაგვიანებ,
”არასდროს” სჯობდეს ”გვიან”-ს,
ფიქრები ისევ სულს მიტკიებს,
ტკივილს გონება მიაქვს…
სიტყვები მინდა შეგირჩიო,
მაგრამ ვპოულობ აბსურდს,
იქნებ უღირდეს დალოდება
შენით არეულ წარსულს…?
ისე გამძარცვე გრძნობებისგან,
სასულის მსუბუქ წიაღს
დაეპატრონა ქაოსი და
ნელ-ნელა ისიც მიგაქვს
რაც გულში ჩამრჩა ძველ ნივთივით,
რითაც ვასრულებ ფიქრებს,
რითაც გონება იჩაგრება
-გული ჭაობში ითრევს….
იქნებ შენამდე მოვაღწიო
თვალზე ცრემლებად მოგწყდე,
იქნებ ნიავივით აგეკიდო,
რომ შენს ნაბიჯებს ვგრძნობდე……
იქნებ იმდენად ვაგვიანებ,
”არასდროს” სჯობდეს ”გვიან”-ს,
ფიქრები ისევ სულს მიტკიებს,
ტკივილს გონება მიაქვს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s