იარები რჩება სამუდამოდ.

ერთ სოფელში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ფეთქებადი და თავშეუკავებელი ხასიათით იყო ცნობილი.ერთ დღეს მამამ დაიბარა, მისცა ლურსმნებით სავსე ტომარა და უთხრა რომ ყოველდღე რამდენიც მრისხანებას ვერ მოთოკავდა იმდენი ლურსმანი დაეჭედა ღობეზე.პირველ დღეს ღობეს რამდენიმე ათეული ლურსმანი მიემატა.მომდევნო კვირის განმავლობაში ყმაწვილმა ისწავლა თავის მოთოკვა და შესაბამისად ყოველდღიურად მცირდებოდა ახალი ლურსმნების რაოდენობა. ერთხელაც დადგა ისეთი დღე როდესაც ახალგაზრდა სრულიად მშვიდი და აუღელვებული იყო .გახარებული მამასთან მივიდა და მოახსენა ეს ამბავი. კმაყოფილმა მამამ ახალი დავალება მისცა ,რამდენი დღეც შესძლებ მრისხანება აკონტროლო იმდენი ლურსმნის ამოღება შეგიძლია ღობიდანო. გავიდა დრო და დადგა ისეთი დღე როდესაც ყმაწვილმა ამცნო მამას რომ მათი სახლის ღობეზე არც ერთი ლურსმანი აღარ დარჩა. მამამ შვილი ღობესთან მიიყვანა და უთხრა ” ვხედავ კარგად გიმუშავია საკუთარ თავზე და ვამაყობ შენით მაგრამ ხედავ რამდენი ცარიელი ხვრელია ლურსმნებისგან დარჩენილი?ღობე ისეთი აღარასდროს იქნება როგორიც თავდაპირველად იყო, როდესაც თავს ვერ გააკონტროლებ და ადამიანს აწყენინებ მის გულში ამ ხვრელების მსგავსი იარები გაჩნდება და შემდეგ მნიშვნელობა აღარ ააქვს რამდენჯერ მოუხდი ამ ადამიანს ბოდიშს – იარები რჩება სამუდამოდ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s