ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ

დამხატე… ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს,
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა… ოგონდ თეთრი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით,
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.

თეთრი ზამთარი? მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი…
ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია.
ზღვაც დამიხატე ოღონდ მწვანე, ისე ვით მოლი,

მერე რა მოხდა თუ ის ლურჯია.
დახატე ქალი… საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით, უმასხარაოდ,
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s