სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი

სიცოცხლე რომ ლამაზი დავინახოთ, საკმარისია ვისწავლოთ აწმყოს ფასი იმიტომ, რომ მხოლოდ აწმყო გვეკუთვნის ჩვენ და თვით მომავალიც მაშინ იქცევა ჩვენს საკუთრებად, როდესაც აწმყოდ გადაიქცევა.”

”ძალიან ცდილობთ ყველას თავი მოაჩვენოთ, ვითომ ერთობით. გართობა თვითმკვლელობასავით არის, ოღონდ პატარა განსხვავებაა: თავს ყოველდღე ვერ მოიკლავ..”

“ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანები უფრო ბედნიერები კი არ ხდებიან, უბრალოდ უფრო შემწყნარებლები არიან, დაუფარავად ლაპარაკობენს საკუთარ მარცხზე და ყველაფერს აღიქვამენ ისე, როგორც არის…სიცოცხლის ყოველ წუთს უფრო მეტად აფასებენ.”
…..

“რატომ გვეხამუშება რომანტიკული სიტყვების გაგონება? ჩვენ ჩვენი გრძნობების გამოხატვის გვრცხვენია. ამაღლებულ სიტყვებს ისევე ვებრძვით და ვდევნით, როგორც შავ ჭირს. მაშ რა ვქნათ, საკუთარი უგრძნობელობა ვაქოთ და ვადიდოთ?”
….
“ადამიანის ორგანიზმი სწორედ სიყვარულში ახორციელებს თავის უმაღლეს დანიშნულებას, ამიტომ სიყვარულს კბილის გასინჯვა და კირკიტი არ სჭირდება, იგი უნდა მიიღონ, როგორც სიცოცხლის უმაღლესი ჯილდო!…”

“ყველაფერი მოირყვევა ამ ქვეყანაზე, სიყვარული კი არა.სიყვარულს გზას ვერ აუბნევ, თუკი ჭეშმარიტი სიყვარულია და არა უდღეური, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბორძიკობს და სულს ღაფავს ხოლმე.”
“სიცოცხლე და მშვენიერება სხვადასხვა ძაფებისაგან ნაქსოვი ერთი ქსოვილია, ადამიანი კი მხოლოდ ნაწილია მისი, მზის სხივების, ვარსკვლავების მტვრისა და საოცრებების, გამოუცნობ მიუწვდომელ ქსოვილისა.”

“ასეა, ყველა ერთნაირია – თავიანთი პაწაწინა ცხოვრება ერთნაირ პაწაწინა ყალიბებში აქვთ მოქცეული და ყველაფერში ერთნაირად იქცევიან. საწყლები, უბადრუკები, ერთად შეხორხლილან, ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ, რომ სხვის ჭკუაზე იარონ, ისე მოიქცნენ, როგორც სხვას ესიამოვნება, საკუთარი სახე დაუკარგავთ, ნამდვილი ცხოვრება დაუთმიათ, რათა იმ სულელურ ნორმებს მისდიონ, რის მონებადაც გადაქცეულან!..”
….
“მონებისაგან შემდგარი სახელმწიფო ვერ იარსებებს!…”
….
“თუ სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, ის სასიკვდილოდაა განწირული!…”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s