უბრალოდ, სადად დაგემართები…

– მომიტან წყალს?
– მოგიტან…
– ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?…
– ისეთს…
– როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?…
– ალბათ თათებით…
– მერე რომ დავლევ?…
– უბრალოდ, სადად დაგემართები…
– მე უკვე მჭირხარ…
– მეც…
………………………….
– მაშ, წყაროდ მოვალ შენს ოთახში…
– შენ ოღონდ მოდი…
– რომ აღმოცენდნენ ყვავილები “ჩვენოობაში”…
– წუხელ მე ვთოვდი…

– გინდა გაჩვენო, როგორ ბარდნის ჩემი ფანჯრიდან?…
– მმ.. მე შენთვის…
– ვიცი, გიცანი… ლოყა მივადე ფანჯრის მინას და სხეული
უცებ გაგრილდა…
– შენ თოვლის გესმის…

– მომასმენინებ შენს გულისცემას?…
– ალბათ ათასჯერ…
– დღეს მინდა შენი სუნთქვა რომ მეცვას…
– ცისკარს გადარებ…
– მე მოვალ ისე, როგორც სხვები ვერ მოვლენ შენში…
– მე ხელებს გავშლი…
– არ გეშინია, რომ გითხრა, რომ მოვალ და შეგშლი?…
– არა… ქრისტეა ჩვენში…
– მაშ, სიყვარული?..
– შენი უპედან დაცვენილ ცრემლებს ვინახავ ხელში…
– ცისკრის გალობას მოყოლილი ხსნა- სინანული…
– ჩემს ხელის გულებს შეერია, და უკვე ვერც ვშლი…

– მაშ, დამიჯერე, არ არსებობს სიყვარული მოკვდავობისთვის,
სამარადისოდ გრძელდება ღმერთში..
– ჰო, მაგრამ… არ გეშინია, დედამიწა ხომ
შექმნილია სასრულისათვის?…
– კი, მეშინია… ჰოდა, ვთქვათ ერთად:
ქრისტეა ჩვენში! ქრისტეა ჩვენში!
– მომიტან წყალს?
– მოგიტან…
– ისეთს, სხვისას რომ არაფრით არ ჰგავს?…
– ისეთს…
– როგორ მომიტან, თასით, დოქით, თუ შენი თათებით?…
– ალბათ თათებით…
– მერე რომ დავლევ?…
– უბრალოდ, სადად დაგემართები…
– მე ხომ ისედაც შენს განცდებს ვიცვამ…
– მიყვარხარ, ვფიცავ…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s