უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.

ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ.
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს, ვთამაშობ უბედურს
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ.
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად
მოთხოვნა არ არის ბაზარზე-ჭკვიანის
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად. 
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტს და
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას-დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს.
მობრძანდით!ბილეთებს უფასოდ ვარიგებ
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა!
შეგხვდი და სპეკტაკლი დამთავრდა მაშინვე
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ
შენი სიყვარული ვეღარ ვითამაშე
და ახლა უშენოდ სიცოცხლეს ვთამაშობ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s